დაკარის 2021 წლის რალი მარათონზე მონაწილეობას წელს „ლენდ როვერის“ ახალი „დეფენდერიც“ მიიღებს. მაგრამ არა როგორც მონაწილე, არამედ კომპანია „პროდრაივის“ მიერ მხარდაჭერილ გუნდ „ბაჰრეინ რეიდ იქსტრიმის“ (BRX) გამყოლი ეკიპაჟის ავტომობილი.
სერიული სპეციფიკაციის ორი „დეფენდერ 110 P400“, რბოლისას მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს რალიში, ფრანგ სებასტიან ლოებს და დაკარის რალი მარათონის ორგზის ჩემპიონს, ესპანელ ნანი რომას მოემსახურება.
მართალია, „დეფენდერები“ რბოლაში უშუალო მონაწილეობას
არ ღებულობენ, მაგრამ ამის მიუხედავად, 12 დღის განმავლობაში, ურთულეს პირობებში
მოუწევთ გადაადგილება, იქნება ეს უდაბნოს დიუნები, ქვიანი და ტალახიანი გზები. ამ
ავტომობილებით, ორი ეკიპაჟის მომსახურე პერსონალი იმოძრავებს, რომლებსაც თან სამუშაო
ეკიპირება ექნებათ.
„ლენდ როვერს დაკართან უნიკალური შთამომავლობა
აკავშირებს. მოგებული აქვს პირველი რბოლა, რომელიც 1979 წელს ჩატარდა. რაც
მთავარია, რალი კვლავაც მრავალდღიან ურთულეს გამოცდად რჩება. მიუხედავად იმისა,
რომ დეფენდერები შეჯიბრში არ მონაწილეობენ, მათ გუნდის მხარდაჭერისთვის
განსაკუთრებული როლი აკისრიათ. მათ უდაბნოს უმძიმეს საგზაო პირობებში, ათასობით
მილის გავლა მოუწევთ. ის ფაქტი, რომ ამ ავტომობილებს მოდფიკაცია არ ჩატარებია, მათს
შესაძლებლობებზე და გამძლეობაზე მეტყველებს. ამ ავტომობილს, მისი სრულყოფის
პროცესში, ჩვენს ისტორეიაში ყველაზე მომთხოვნი პროგრამა აქვს გავლილი“, - ამბობს „იაგუარ
ლენდ როვერის“ მომხმრებელთა გამოცდილების შტოს დირექტორი ფინბარ მაკფოლი.
„ლენდ როვერის“ ინფორმაციით, ორივე ავტომობილი იმ სპეციფიკაციას
შეესაბამება, რომელიც შოურუმებში მდგარი ავტომობილებისთვისაა. ორივე ინდუს ვერცხლისფერშია
შეღებილი და აღჭურვილია მსუბუქი ჰიბრიდული ძალური დანადგარით, რომლის მთავარ ნაწილსაც,
სერია ინჯენიუმის 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული
ცილინდრებით) ძრავი წარმოადგენს. აგრეგატის სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა.
No comments:
Post a Comment