„იაგუარ ლენდ როვერმა“ ხმის ჩამხშობი ახალი ტექნოლოგია (საგზაო ხმაურის ჩამხშობი აქტიური სისტემა) შეიმუშავა, რომელიც სალონში გზის და საბურავებისგან გამოწვეულ ხმაურს არ უშვებს. ამგვარად, სისტემა მძღოლებს და მთას მგზავრებს კომფორტულ გარემოს უქმნის.
კომპანიამ ახალი ტექნოლოგია პირველად ახალ „იაგუარ F-პეისზე“,
ახალი „იაგუარ XF-ზე“ და „რეინჯ როვერ ველარზე“ გამოიყენა. მისი მეშვეობით,
არასასურველი ხმაურის პიკური დონე 10 დეციბელით, ხმაურის საშუალო დონე კი 3-4
დეციბელით არის შემცირებული. ეს დაახლოებით იმის ტოლფასია, რომ სალონში არსებულ
ხმოვან სისტემას, 4 საფეხურით დავუწიოთ.
განსაკუთრებით კლებულობს დაბალი სიხშირის ტალღები
(300 ჰერცამდე), რაც საბოლოო ჯამში, შორეული მოგზაურობისას მძღოლის და მგზავრების
გადაღლას ამცირებს. ეს კი, კომფორტის გარდა, მგზავრობის უსაფრთხოებასაც
აუმჯობესებს. ხმაურით გამოწვეული დაღლილობა, მძღოლის ყურადღებას ადუნებს და მისი
რეაქციის დროს 16.72 პროცენტით ზრდის.
ინციდენტების შემცირება და მძღოლის განწყობის
გაუმჯობესება, არის „იაგუარ ლენდ როვერის“ პროგრამა „ნულოვანი დანიშნულების“
ნაწილი. პროგრამა სხვა მიმართულებების გარდა, მიზნად ისახავს საზოგადოების
უსაფრთხოების და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ასევე სუფთა გარემოს შენარჩუნებას,
რისთვისაც კომპანია არაერთ სიახლეს ნერგავს.
საგზაო ხმაურის ჩამხშობ აქტიურ სისტემაში გამოყენებულია
კომპანია „სილენტიუმის“ აქტიური აკუსტიკური ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს ყველა
ბორბალზე განლაგებულ სენსორს, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ გზის საფარისგან მიღებულ
ვიბრაციებს. მათ მიერ გადაცემული ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ, სისტემა
ვიბრაციის საპირისპირო მიმართულების ტალღებს გამოსცემს, რაც საგზაო ხმაურის შემცირებას
იწვევს. მაგალითად, სისტემა სალონში არ უშვებს/ამცირებს იმ ხმაურის შეღწევას,
რომელიც ცუდ გზაზე მოძრაობისას, საგზაო ორმოზე გადავლისას და სხვა შემთხვევებში ხდება.
საგზაო ხმაურის ჩამხშობი აქტიური სისტემა, ხმაურის
საწინააღმდეგო ტალღებს „მერიდიანის“ აკუსტიკური სისტემის გამოყენებით გამოსცემს.
სისტემა იმასაც აკონტროლებს, თუ რამდენ ადამიანი მგზავრობს ავტომობილით და ყველა
მათგანისთვის თავისი მუშაობის ოპტიმიზებას მუდმივად ახდენს.
საგზაო ხმაურის ჩამხშობი აქტიური სისტემა, ძრავის ხმაურის ჩახშობის სისტემასთან ერთად მუშაობს ისეთ მოდელებზე, როგორებიცაა დასამუხტი ჰიბრიდ „რეინჯ როვერ ველარ P400e“ და „იაგუარ F-პეისი“.
No comments:
Post a Comment