Tuesday, October 27, 2020

„იაგუარ ლენდ როვერი“ გადამუშავებულ პლასტიკს თავისი ავტომობილების ინტერიერებში გამოიყენებს

„იაგუარ ლენდ როვერი“ კომპანია „აკვაფილთან“ ერთად მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებითაც, პლასტიკის ნარჩენებისგან დამზადებული მასალებით, ინტერიერის დეტალების დამზადებას შეძლებს.

მაგალითად, ასეთი მასალებისგან დამზადდება „იაგუარ ლენდ როვერის“ ახალი თაობის მოდელების იატაკის საგებები. სავარძლების და სალონის გასაფორმებლად გამოიყენებენ ბოჭკოს და პლასტიკს, რომელიც სამრეწველო ნარჩენებისგან დამზადდება. ასევე გამოიყენებენ ტანსაცმლის, სათევზაო ბადების, სასოფლო წარმოების ნარჩენებს, ასევე ოკეანეებში დაგროვილ პლასტიკის ეგრეთ წოდებულ ბადეებს, რომლებსაც „მოჩვენება ბადეებსაც“ უწოდებენ.

ახალი პროექტი არის „იაგუარ ლენდ როვერის“ მისია „ნულოვანი დანიშნულების“ ნაწილი, რომელიც მიზნად გარემოს დაბინძურების შემცირებას ისახავს. ამგვარად, კომპანია გარემოზე ზრუნვასთან ერთად, პრემიუმ მასალებს შექმნის და მათ საკუთარი ავტომობილების წარმოებისას გამოიყენებს.

კომპანია „აკვაფილის“ მიერ შემუშავებულ მასალა „ეკონილს“, რომელიც სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისგან მზადდება, უკვე ფართოდ იყენებენ მოდის ინდუსტრიის, ასევე საათების სამაჯურების, სპორტული ტანსაცმლის და ეკიპირების მწარმოებელი კომპანიები.

„აკვაფილი“ ნილონის ნრჩენბს მთელ მსოფლიოში აგროვებს. კომპანია წელიწადში 40 000 ტონა ნარჩენს გადაამუშავებს. ამ პროცესში, ნილონის გარემოზე ზემოქმედება დაახლოებით 90 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ნავთობის გადამუშავებით მიღებული მასალების წარმოებისას. კერძოდ, „ეკონილის“ ყოველი 10 000 ტონის წარმოებისას, 70 000 ტონა ნედლი ნავთობი იზოგება. და წარმოების პროცესში, ჰაერში 65 000 ტონა ნახშირორჟანგი არ გამოიყოფა.

„იაგუარ ლენდ როვერი“ თავის ავტომობილებში ამჟამადაც ფართოდ იყენებს გადამუშავებულ მასალებს. მაგალითად, მოდელ „რეინჯ როვერ ევოუკის“ მყიდველს, ინტერიერში პრემიუმ ტექსტილ „ევკალიპტუსის“ გამოყენებას სთავაზობენ. იმავე „ევოუკის“, ასევე „რეინჯ როვერის“ და ელექტრომობილ „იაგუარ I-პეისის“ შეთავაზებაში კი შედის გასაწყობად პრემიუმ მასალა „კვადრატის“ გამოყენება. ეს არის მაღალი ხარისხის მასალა, რომელშიც გამძლე ბამბასთან, ზამშის ქსოვილი და პლასტიკური ბოთლების გადამუშავებით მიღებული ბოჭკოა შეხამებული.

No comments:

Post a Comment