„ლენდ როვერ დეფენდერი“ ახლა უკვე სრულიად ახალი დასამუხტი ჰიბრიდული აგრეგატებითაც არის ხელმისაწვდომი. ახალი ძალური დანადგარით აღჭურვილი ავტომობილი, „დეფენდერ P400e“ სახელით გაიყიდება.
ჰიბრიდული აგრეგატი, ბენზინის მძლავრ, 2.0-ლიტრიან
ოთხცილინდრიან ძრავს და ელექტრო ძრავს აერთიანებს და ჯამში 398 ცხენის ძალას
გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, „დეფენდერ P400e-ს“ ადგილიდან 96 კმ/სთ სიჩქარის
მიღწევა 5.4 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 209 კმ/სთ-ს აღწევს.
გარდა ამისა, ავტომობილს მხოლოდ ელექტრომობილის რეჟიმში მუშაობაც შეუძლია, რა დროსაც
ერთი სრული დამუხტვით, 43 კილომეტრს გადის.
„დეფენდერ P400e-ს“ სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის
ალუმინის 20-დუიმიანი ბორბლები, ელექტრო პნევმატური დაკიდების სისტემა, ასევე
დასამუხტი პორტი, რომელიც ავტომობილის მარცხენა მხარეს არის განლაგებული.
ჰიბრიდული „დეფენდერი“ ხუთ და ექვსადგილიანი კონფიგურაციით არის ხელმისაწვდომი.
ჰიბრიდული აგრეგატის გარდა, „ლენდ როვერმა“ ახალი „დეფენდერის“
ძრავების გამას დიზელის ახალი, მძლავრი დიზელის ძრავიც დაუმატა, რომელსაც ერთ
რიგში განლაგებული 6 ცილინდრი აქვს. ამ აგრეგატით აღჭურვილი ავტომობილის სახელია „დეფენდერ
D300“. ახალი დიზელი 296 ცხენის ძალას და 650 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს
გამოიმუშავებს. ამ ძრავით ავტომობილს ადგილიდან 96 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 6.3
წამში შეუძლია.
ევროპის ბაზარზე „დეფენდერის“ ძრავების გამაში
ასევე დიზელის ორი ვერსია - D200 და D250 შედის, ამერიკელებს კი კომპანია ბენზინის
ოთხცილინდრიან ტურბო P300-ს და რბილ ჰიბრიდულ აგრეგატს სთავაზობს, რომელშიც ბენზინის
ექვსცილინდრიანი ძრავი შედის.
No comments:
Post a Comment