კომპანია „იაგუარმა“ სრულიად ახალ სავაჭრო ნიშანი EV-Type გააკეთა განაცხადი, რომელზეც პასუხი ჯერ არ მიუღია. თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებამ, საფუძველი დაუდო ვარაუდს იმის შესახებ, რომ ბრიტანული კომპანია ელექტრული სპორტქარის გამოშვებას აპირებს.
სავაჭრო ნიშნის ფლობაზე განაცხადი კომპანიამ თებერვალში
შეიტანა და ის ჯერაც განხილვის ეტაპზეა. სახელი EV-Type მიგვანიშნებს იმაზე, რომ
მას კავშირი ლეგენდარულ E-Type-თან აქვს და არაა გამორიცხული, რომ ის F-Type-ს შემცვლელს
უწოდონ.
ამასთან, ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ წერს, რომ „იაგუარს“
ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორი უნდა იყოს ახალი F-Type. სავარაუდოდ, ავტომობილზე
ძრავი კვლავ წინ განლაგდება. საინტერესოა, რომ კომპანიის აწ უკვე ყოფილმა მთავარმა
დიზაინერმა იან კალუმმა შარშან შეიმუშავა სპორტული ავტომობილის პროექტი, რომელსაც
ძრავი შუაში აქვს. საინტერესოა, რომ მისი პროექტი კონცეპტ C-X75-ის შთაგონებით
არის შექმნილი.
კომპანიისთვის მთავარი გამოწვევა, ახალი ელექტრული სპორტქარისთვის
შესაფერისი არქიტექტურის შერჩევაა. მის პროგრამაში ამჟამად შესაფერისი პლატფორმა
არ არის. არაა გამორიცხული, რომ ამისთვის, „იაგუარმა“ კომპანია „ბეემვესთან“ ტექნიკური
ალიანსი გააფართოვოს.
No comments:
Post a Comment