პანდემიის მიუხედავად, „იაგუარი“ ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ თავის მომხმარებელს უკეთესი პროდუქტი შესთავაზოს და ამ მუშაობის შედეგი არის განახლებული, 2021 სამოდელო წლის ელექტრომობილი „I-პეისი“. ავტომობილი გამოირჩევა როგორც დიზაინის მცირე ცვლილებით, ასევე დამატებითი ტექნოლოგიებითაც.
განახლების შემდეგ, უგზოობის ელექტრული ავტომობილი აღიჭურვა ინფოტაინმენტ სისტემა „პივი პროთი“, რომელიც კომპანიის განმარტებით, სმარტფონივით ინტუიციურია. მომხმრებელს ის არაერთ ფუნქციას სთავაზობს, რომლებსაც 10-დუიმიან სენსორულ ეკრანზე წარმოაჩენს. ამ ეკრანის ქვეშ მეორე, 5-დუიმიანი ეკრანი განთავსდა. გარდა ამისა, მძღოლს მაჩვენებლების 12.3-დუიმიანი ციფრული დაფა ემსახურება.
გარდა ამისა, ცენტრალურ პანელს დაემატა უსადენოდ
დამუხტვის დაფა. პაკეტი სმარტფონი მოიცავს სტანდარტულ ეპლ ქარლეის, ანდროიდ ავტოს
და ბლიუთუთს, ორმაგი მოდემით აღჭურვილ SIM-ი კი მსოფლიო ქსელით სარგებლობის
საშუალებას იძლევა.
სტანდარტულ ეკიპირებაშია 360-გრადუსიანი კამერა,
უკანა ხედს კი აუმჯობესებს ციფრული სარკე ქლეარსაით, რომელიც სახურავის ანტენაში
მოთავსებულ ფართოკუთხოვან კამერას მოიცავს. ოპციით შეთავაზებაში რჩება „მერიდიანის“
ხმოვანი სისტემა, რომელსაც ახლა უკვე 16 სპიკერს და 1 საბვუფერს მოიცავს. მყიდველის
სურვილის შემთხვევაში, სალონი ჰაერის ფილტრაციის თანამედროვე სისტემით აღიჭურვება,
რომელიც ჰაერს მგზავრობის დაწყებამდე გაწმენდს.
სიახლეა „შავი პაკეტის“ შემდგენლობაში შემავალი,
რუხი ატლასისფერი გაფორმების რადიატორის ცხაური, რომელიც ელექტრომობილის გამაში
შემავალ ყველა ვერსიისთვისაა. ამავე პაკეტში შედის რადატორის ცხაურის ქრომირებული
არშია, ფანჯრების ჩარჩოების ასევე ქრომირებულ არშიებს, ატლასისებრი რუხის ფერის,
გარე სარკეების ბუდეებს, ასევე უკანა დიფუზორს. ავტომობილის ფერთა გამას წითელი
კალდერა, დაემატა ლურჯი პორტოფინო და რუხი ეიგერი ფერები დაემატა.
სტანდარტულ ეკიპირებაშია 11-კილოვატიანი დასამუხტი სისტემა, რომელიც ელემენტებს 53 კილომეტრის გასავლელად საკმარისი ენერგიით, 1 საათში მუხტავს. ამ სისტემით სრულ დამუხტვას კი 8.6 საათი სჭირდება. 7-კილოვატიანი სისტემით სრულ დამუხტვას 12.75 საათი სჭირდება, ერთ საათში კი ასეთი სისტემა ელემენტებს 35 კილომეტრის გასავლელად საკმარისი ენერგიით მუხტავს. 50-კილოვატიანი სისტემა ელემენტებს გაცილებით სწრაფად მუხტავს. კერძოდ, 15 წუთში ელემენტებს 63 კილომეტრის გასავლელად საკმარისი ენარგიით ავსებს, 100-კილოვატიანი სისტემით კი ელემენტები 126 კილომეტრის გასავლელად საკმარისი ენერგიით, 15 წუთში ივსება.
„იაგუარ I-პეისი“ ორი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომელტა ჯამური სიმძლავრე 400 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მომენტი კი 696 ნიუტონმეტრია. 90 კილოვატსაათიან ელემენტების ბლოკში იმდენი ენერგია ეტევა, რაც 470 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი.
No comments:
Post a Comment