„იაგუარ ლენდ როვერი“ ბრიტანეთის მთავრობის მიერ, 73.5 მილიონი სტერლინგით დაფინანსებულ პროგრამა „ზევს პროჯექტში“ მონაწილეობს, რომლის მიზანიც, საავტომობილო სექტორში, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებაა. „იაგუარ ლენდ როვერის“ გარდა, ამავე პროქტში სხვა ბრიტანული კომპანიებიც მონაწილეობენ, მათ შორის, „დელტა მოტორსპორტი“ და „მარელი ავტომოტივ სისტემზი“.
პროექტი ახალი დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ
მის ფარგლებში შემუშავებული ტექნოლოგიები, მათ შორის წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე
მომუშავე აგრეგატები, მასიურ წარმოებაში მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ თუ გამოჩნდება.
ბიზნესის, ენერგეტიკის და მრეწველობის სტრატეგიის დეპარტამენტის
ინფორმაციით, „იაგუარ ლენდ როვერი“ მუშაობს წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი
ავტომობილის პროტოტიპზე. ეს ავტომობილი უნდა იყოს SUV და მას შორი სვლა, ენერგიის სწრაფად
შევსების უნარი, უგზოობის პირობებში გადაადგილების და დაბალ ტემპერატურაზე
მუშაობის შესაძლებლობები ექნება.
No comments:
Post a Comment