Saturday, June 27, 2020

სახლი „დეფენდერის“ სახურავზე

„ლენდ როვერმა“ და კომპანია „ავტოჰოუმმა“ ერთობლივად, სპეციალურად ახალი „დეფენდერისთვის“, უნიკალური კარავი შეიმუშავეს, რომელიც მანქანის სახურავზე მაგრდება და ავტომობილით მოგზაურობის მოყვარულებს, ბუნებაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს ისე, რომ სასტუმროზე ზრუნვა არ დასჭირდეთ.

კარავს მსუბუქი, შუშაბოჭკოვანი გარსი აქვს და მას ერთი ადამიანი, წამებში შლის. ის დაკეცილ მდგომარეობაში, სახურავზეა დამაგრებული. გასაშლელად კი მისი უკანა ნაწილის წამოწევაა საკმარისი. ამის შემდეგ, აიროვანი ამორტიზატორ-საბჯენები თავისით იშლება და ფიქსირდება.

კარავში ორი ზრდასრული ადამიანი თავსდება. კარვის მთელ სიგრძეს ფარავს ბამბის ლეიბი, მასში ასევე არის ბალიშები, LED განათება და ტანსაცმლის შესანახი ბადე. კარავში ასვლა შესაძლებელია ალუმინის დასაკეცი კიბით, რომელიც კარვის დაკეცვისას, მის შიგნით თავსდება.

გაშლილ მდგომარეობაში, კარვის სიგრძე 2.3 მეტრი, სიგანე 1.3 მეტრი და სიმაღლე 1.5 მეტრია. როცა დაკეცილია, კარავი თავის გარსთან ერთად, სახურავზე რჩება და ჰაერის შემხვედრ ნაკადს მინიმალურ წინააღმდეგობას უწევს. ასეთი კარავის ყიდვა, „ლენდ როვერის“ დილერებთან და „ავტოჰოუმის“ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

სახურავის კარავი, ახალი „დეფენდერის“ 170 ინდივიდუალურ აქსესუართაგანია. სახურავზე მის დასაყენებლად კი აუცილებელია „ლენდ როვერის“ სახურავის საბარგულის დაყენება, რომელიც პაკეტ „ედვენჩაში“ შედის.

No comments:

Post a Comment