„იაგუარ ლენდ როვერი“ თავისი ისტორიული, ქესტლ
ბრომვიჩის ქარხნის მოდერნიზებას და ელექტრომობილების წარმოების ცენტრად გარდაქმნას
გეგმავს. საინვესტიციო პროგრამა, რომლის მოცულობაც 1 მილიარდ სტერლინგს შეადგენს, განახლებულ
საწარმოში, შემდეგი თაობის, ელექტრული XJ-ს გამოშვებას ითვალისწინებს.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ფლაგმანი
სედანის გარდა, ქესტლ ბრომვიჩში ასევე უგზოობის უახლეს ელექტრულ მოდელ „J-პეისს“
და „ლენდ როვერის“ პირველ ელექტრომობილსაც გამოუშვებენ.
სამივე ავტომობილი ბაზირებული იქნება „იაგუარ ლენდ
როვერის“ MLA პლატფორმაზე, რომელიც ისეა შემუშავებული, რომ მასზე შესაძლებელია
როგორც შიდაწვისძრავიანი, ასევე ჰიბრიდული და ელექტრული მოდელების დაფუძნება. „ავტოქარის“
მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ელექტრომობილ „I-პეისის“ (ის უნიკალურ პლატფორმაზეა ბაზირებული)
წარმოება ავსტრიაში გადაინაცვლებს.
ახალი „იაგუარXJ-ს“ პრემიერა წლის ბოლოსთვის
იგეგმება, თუმცა სავარაუდოდ, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, პირველი ჩვენება
გადაიწევს. ქესტლ ბრომვიჩის მოდერნიზებული ქარხანა 2021 წლის გაზაფხულზე უნდა
ამუშავდეს და მისი პირველი ავტომობილი, სწორედ ელექტრული სედანი იქნება.
„იაგუარის“ დიზაინის ახალი დირექტორის, ჯულიან ტომპსონის
თქმით, ელექტრული XJ „ზღაპრული შესახედაობის რამ არის“ და ეს იქნება ავტომობილი
იმისთვის, რომ მართოთ და არა იმისთვის, რომ მან გატაროთ.
„იაგუარის“
და „ლენდ როვერის“ ახალ ელექტრომობილებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდბა. ცნობილია
მხოლოდ ის, რომ მეორეს „როუდ როვერად“ მოიხსენიებენ. ამასთან, „J-პეისი“ ასევე შიდაწვის
ძრავითაც იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ის იმავე ძალურ დანადგარებს მიიღებს,
რომლებსაც მომდევნო თაობის „რეინჯ როვერი“. დაკიდევ, შიდაწვისძრავიან „J-პეისს“
სოლიჰალის ქარხანა გამოუშვებს, სადაც კომპანია „რეინჯ როვერს“ აწარმოებს.
No comments:
Post a Comment