Friday, May 29, 2020

ახალი „დეფენდერის“ ფლაგმანი ვერსია V8 ძრავით აღიჭურვება


ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „ლენდ როვერი“ თავისი ახალი „დეფენდერის“ ფლაგმან ვერსიაზე მუშაობს, რომელიც V8 ძრავით აღიჭურვება. ეს ავტომობილი კონკურენციას, უფრო ძვირადღირებულ გერმანულ მოდელებს გაუწევს.

Tuesday, May 26, 2020

„იაგუარ ლენდ როვერი“ ახალი ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს

„იაგუარ ლენდ როვერი“ თავისი ისტორიული, ქესტლ ბრომვიჩის ქარხნის მოდერნიზებას და ელექტრომობილების წარმოების ცენტრად გარდაქმნას გეგმავს. საინვესტიციო პროგრამა, რომლის მოცულობაც 1 მილიარდ სტერლინგს შეადგენს, განახლებულ საწარმოში, შემდეგი თაობის, ელექტრული XJ-ს გამოშვებას ითვალისწინებს.

Monday, May 18, 2020

„ევოუკი“ და „დისქავერი სპორტი“ დასამუხტი ჰიბრიდებითაც აღიჭურვება

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ახალი დასამუხტი (პლაგ-ინ) ჰიბრიდული სისტემა შეიმუშავა, რომელსაც პირველ რიგში, „რეინჯ როვერ ევოუკსა“ და „დისქავერი სპორტზე“, შემდეგ კი სხვა მოდელებზეც გამოიყენებს.