Saturday, April 4, 2020

„იაგუარ ლენდ როვერი“ 3D პრინტერით კვირაში 5 000 ცალ ვიზორს გამოუშვებს

იმ დროს, როდესაც ავტომობილების წარმოება შეჩერებული აქვს, „იაგუარ ლენდ როვერი“ ამ დროისთვის უფრო აქტუალურ, ვირუსის გადადების საწინააღმდეგო საშუალებების, კერძოდ კი ვიზორების წარმოებაზე გადაერთვება. ამისთვის კომპანია 3D ბეჭდვის საწარმოს გამოიყენებს, რომელიც ამ ეტაპზე პროტოტიპის სახით არსებობს.


ვიზორების დიზაინი, ბრიტანეთის ჯანმრთელობის მომსახურების ეროვნული სისტემის (NHS) სპეციალისტებთან კონსულტაციებით შემუშავდა. ისინი სრულად გადამუშავებადია NHS-ს მიერაა დამტკიცებული. „იაგუარ ლენდ როვერი“ კვირაში 5 000 ცალ ვიზორს გამოუშვებს, რომლებსაც NHS-ს თანამშრომლები გამოიყენებენ.

„იაგუარ ლენდ როვერმა“ და NHS-მ უკვე ჩაატარეს ვიზორების ტესტები და მათი წარმოება 31 მარტს დაიწყო. კომპანიის 3D ბეჭდვის ინჟინრებმა, ერთ კვირაში ვიზორის რამდენიმე პროტოტიპი შეიმუშავეს, რის შემდეგაც, ისინი მედიკოსებმა შეაფასეს და საუკეთესო ვარიანტები აარჩიეს. „იაგუარ ლენდ როვერი“ თავის მიერ შემუშავებული ვიზორების წარმოებას, თავის პარტნიორ კომპანიებსაც შესთავაზებს.

No comments:

Post a Comment