Tuesday, April 7, 2020

კორონავირუსთან ბრძოლაში „იაგუარ ლენდ როვერის“ 160 ავტომობილი ჩაერთო

„იაგუარ ლენდ როვერი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების ორგანიზაციებს, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად, თავის 160 ავტომობილს უგზავნის.

57 ავტომობილი, მათ შორის 27 ცალი ახალი „დეფენდერი“, ბრიტანეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციას გადაეცა. ამ ავტომობილებს, კარანტინში მყოფებისთვის წამლების და პროდუქტების მისაწოდებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, „იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილები იმუშავებენ ესპანეთში, საფრანგეთში, სამხრეთ აფრიკაში და ავსტრალიაში, წითელი ჯვრის ეგიდით იმუშავებენ.
ამ ავტომობილებს ავტოსადგომებზე უქმად ყოფნა ემუქრებოდა, ამის ნაცვლად კი მათ სასარგებლო სამუშაოსთვის გამოიყენებენ. „დეფენდერის“ გარდა, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ასევე „რეინჯ როვერი“, „იაგუარ F-პეისი“, „იაგუარ E-პეისი“ და „იაგუარის“ რამდენიმე სედანი ჩაერთვება.
„ჩვენი თანამშრომლების, მომხმარებლების და მათი ოჯახების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. იაგუარი და ლენდ როვერი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, მთელს მსოფლიოში, გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს დავეხმაროთ. წითელ ჯვართან ჩვენი თანამშრომლობა 65 წელი გრძელდება და ამ მსოფლიო მასშტაბის საგანგებო სიტუაციაში, ჩვენ კვლავ ერთად ყველაფერს ვიღონებთ“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების დირექტორი ფინბარ მაკქოლი.
ბრენდი „ლენდ როვერი“ წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია 65 წელზე მეტხანს თანამშრომლობენ და სტიქიური უბედურებით ან გლობალური კრიზისების დროს დაზარალებულ ადამიანებს ერთად ეხმარებიან.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=11&v=7X1Ynw-3Zy0&feature=emb_logo

No comments:

Post a Comment