„ლენდ როვერმა“ თავის მდიდრულ მოდელ „რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფის“
სპეცალური ვერსია შეიმუშავა, რომელიც კრივში მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონის,
ენტონი ჯოშუას სახელზე, ერთადერთ ეგზემპლარად დამზადდა. ავტომობილი, რომელიც
მოკრივის სახელობითი დეტალებითაა გაწყობილი, თავის მფლობელს უკვე გადაეცა.
ასეთ დეტალებს შორისაა ჯოშუას ოთხი ტიტულის (IBF,
WBA, WBA, IBO) აღმნიშვნელი ლოგო, რომლის ცენტრშიც, მისი საგვარეულო გერბია
მოთავსებული. ჯოშუას ავტოგრაფები ამოქარგეს წინა სავარძლების საკისრეებზე. ზღურბლის
ფირფიტებზე კი ჯოშუას სახელი და გვარია ამოტვიფრული.
ჯოშუა მომდევნო ბრძოლას ბულგარელ პრეტენდენტ კუბრატ
პულევთან ლონდონში, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ სტადიონზე 20 ივნისს გამართავს (თუ მანამ
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება შეჩერდა). ჩემპიონს წარდგენისას
აკომპანიმენტს, სწორედ მის სახელზე გამოშვებული „რეინჯ როვერი“ გაუწევს.
„ჩემი მომდევნო ბრძლის დღის ათვლა დაიწყო. ეს
სახელობითი „რეინჯ როვერი“ მზადების პროცესში თავის წვლილს შეიტანს. ჩემს ოჯახთან
ყოფნისას, მედიასთან ურთიერთობისას და შეფილდში ვარჯიშისას, გზაზე ბევრი დროის
გატარება მიწევს. SVავტობაიოგრაფი, შორეული მგზავრობისას სტრესის მოხსნაში და
კომფორტულად გადაადგილებაში დამეხმარება. მინდა, მადლობა გადავუხადო ლენდ როვერის
მანქანების პერსონალიზაციის გუნდს, რომელმაც ჩემი იდეების გაზიარებით, უნიკალური
ელემენტებით გააწყო ეს ავტომობილი“, - ამბობს მსოფლიოს მძიმეწონოსაინ ჩემპიონი.
ჯოშუას ავტომობილი შავი ფერისაა. იგივე ფერშია
შეღებილი ავტომობილის სახურავი და სარკეების კორპუსები. რადიატორის ცხაური, კარის
სახელურები და გვერდითა ვენტილატორები კი ატლასისებრი გრაფიტის ფერისაა. შავ ფონზე
გამოკვეთილია ალუმინის 22-დუიმიანი ბორბლები და მათში ჩამალული წითელი ფერის
სამუხრუჭე ცილინდრები.
სავარძლების გასაწყობად გამოყენებულია უინძორის მარკის
ტყავი, რომელიც პიმენტოს ჩანართებით და კონტრასტული ნაკერებით არის მორთული. იმავე
მასალითაა გაფორმებული კარის შიდა მხარე. კომფორტს ემსახურება 24 მიმართულებით
რეგულირებადი წინა სავარძლები და აღმასრულებლის კლასის კომფორტ-პლუს სტილის უკანა
სავარძლები, რომლებსაც ცხელი ქვით მასაჟის მსგავსი ფუნქცია აქვს.
კაპოტის
ქვეშ, მექანიკური კომპრესორით აღჭურვილი V8 ძრავი განლაგდა, რომლის სიმძლავრეც 565
ცხენის ძალაა. მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა
5.4 წამში შეუძლია.
No comments:
Post a Comment