„ლენდ როვერი“ ახალი „დეფენდერის“ მყიდველისთვის
მიწოდებას იმ დროს იწყებს, როდესაც მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ავტომობილს,
რომელსაც ბაზარი მოუთმენლად ელოდა, 90 და 110 კონფიგურაციით, პირველები ბრიტანელები
მიიღებენ. გაზაფხულზე ბაზარზე სამკარიანი „დეფენდერ 90“ გამოვა, ზაფხულში კი მას „დეფენდერ
110“ მოჰყვება.
„ლენდ როვერს“ არ გაუმხელია, თუ ახალ „დეფენდერზე“
რამდენი შეკვეთა აქვს მიღებული. თუმცა ბრიტანული კომპანია აცხადებს, რომ
ფრანკფურტის შარშანდელი მოტორ შოუს შემდეგ, სადაც მისი პრემიოერა გაიმართა, კომპანიის
ვებგვერდზე საოცნებო „დეფენდერის“ კონფიგურირება, 1.2 მილიონზე მეტმა ადამიანმა
შეასრულა.
მათ შორის, ნახევარზე მეტმა, ოთხი შესაძლებლიდან,
აქსესუარების მინიმუმ ერთი პაკეტი აარჩია. ეს პაკეტებია „ექსპლორერი“, „ედვენჩა“,
„ქაუნთრი“ და „ურბანი“ და მათი მეშვეობით, მფლობელი უგზოობის ავტომობილს, ცხოვრების
სხვადასხვა სტილის შესაფერისად მომართავენ. მაგალითად, პაკეტი „ურბან“ მოიცავს
ძრავის დამცავ ფირფიტას, მეტალის სატერფულებს და სათადარიგო ბორბლის ხუფს.
„ახალ
დეფენდერ 110-ზე უპრეცედენტო მოთხოვნაა. დეფენდერ 90-ის წარდგენა კი მასზე მოთხოვნას
კიდევ უფრო გაზრდის. მალე მის აღჭურვილობაში დამუხტვადი ჰიბრიდული აგრეგატი შევა,
რომელიც ეკონომიურობით გამოირჩევა. ბაზარზე წელსვე, მოგვიანებით კომერციული მოდიფიკაცია
გამოვა. ეს ყველაფერი კი წარმატებას კიდევ უფრო გაზრდის“, - ამბობს „ლენდ როვერის“
გლობალური წარმოების მარკეტინგის დირექტორი ფინბარ მაკფოლი.
No comments:
Post a Comment