„ნულოვანი დანიშნულების ადგილი“ - ასე ეწოდება
„იაგუარ ლენდ როვერის“ ახალ მისიას, რომლის მიზანსაც, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე
ტრანსპორტის შექმნა და ავარიებისა და საცობებისგან თავისუფალი გზების უზრუნველყოფა
წარმოადგენს. აღნიშნული მისიის პროგრამის შესაბამისად, კომპანიამ შეიმუშავა პროექტი
„ვექტორი“, რომელიც თვითმავალი კონცეპტუალური ელექტრომობილია.
„ვექტორი“ არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც
მომავლის ქალაქების საზრიანი ინფრასტრუქტურის ნაწილი გახდება. ეს არის უნივერსალური
სატრანსპორტო პლატფორმა, რომლის გამოყენებაც, როგორც კერძო, ასევე საზგადოებრივი
დანიშნულებითაც იქნება შესაძლებელი.
როგორც ბრიტანული კომპანიის მიერ გამოქვეყენებულ ფოტოებზე
ჩანს, „პროჯექტ ვექტორი“ არც „იაგუარის“ და არც „ლენდ როვერის“ სერიულ მოდელებს არ
ჰგავს. და ეს სულაც არაა გასაკვირი. ის სრულიად განსხვავებული ავტომობილია, თან
კონცეპტუალური, რომლის ამ სახით წარმოება არც იგეგმება. ეს არის „იაგუარ ლენდ
როვერის“ ხედვა მომავლის ავტონომიურ ელექტრომობილზე, რომელიც კავშირის ტექნოლოგიებით
იქნება ეკიპირებული და საუკეთესოდ მიესადაგება საქალაქო მოძრაობას. ყველა
სიკეთესთან ერთად, კონცეპტი ფართო სალონითაც გამოირჩევა.
„პროჯექტ ვექტორის“ სიგრძე სულ რაღაც, 4 მეტრს
აღწევს. კომპაქტურობის მიუხედავად, მას ახასიათებს შიდა სივრცის მოწყობის მოქნილობა
და სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების საშუალებას იძლევა. ელექტრომობილის
ელემენტების ბლოკი და ძალური დანადგარის კომპონენტები, ვიწრო ძირშია ჩატეული. ამან
ინჟინრებს ფართო სალონის შექმნის საშუალება მისცა. ამასთან, ეს შეიძლება იყოს
როგორც სამგზავრო, ასევე მცირე სატვირთო ავტომობილი.
„იაგუარ
ლენდ როვერს“ „პროჯექტ ვექტორის“ საპილოტო პროგრამის განხორციელებაში, პარტნიორობას
ქალაქ ქოვენთრის საბჭო და ვესტ მიდლენდსის ხელისუფლება გაუწევენ. პროგრამის
დაწყება 2021 წლის ბოლოდან არის დაგეგმილი.
No comments:
Post a Comment