Monday, February 24, 2020

ახალი „დეფენდერის“ გიჟური ტრიუკები ბონდის ახალ ფილმში

„ლენდ როვერი“ მალე თავისი ახალი „დეფენდერის“ მომხმარებლებისთვის მიწოდებას დაიწყებს. „დეფენდერმა“ უკვე ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ფილმი „სიკვდილის დრო არ არის“, დასრულებულია და მალე მისი პრემიერაც გაიმართება. მანამდე კი იუთუბიზე მისი სარეკლამო რგოლი გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, თუ როგორ რთულ ტრიუკებს ასრულებს ახალი „დეფენდერი“.

ოღონდ, სარეკლამო რგოლში ის მომენტები არაა ნაჩვენები, რომლების ნახვაც ფილმში იქნება შესაძლებელი. მასში ფილმის გადაღების პროცესი და მოსამზადებელი რეპეტიციებია ასახული. კადრები ნათლად გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია „დეფენდერს“ ექსტრემალურ სიტუაციებში.
კადრებში ჩანს, რომ თურმე „დეფენდერს“ მხოლოდ ჭაობიან და მდინარიან ადგილებში სწრაფად გადაადგილება კი არა, მცირე ხნით ჰაერში ფრენაც შეუძლია. რა თქმა უნდა, ეფექტურ კადრებს გაწაფული ოპერატორები იღებენ, მაგრამ „დეფენდერის“ უნარების გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ფილმის გადაღებებში, სულ 10 „დეფენდერი“ მონაწილეობდა.
„ჩვენ დეფენდერი ვაიძულეთ, იმაზე მეტი გაეკეთებინა, ვიდრე შესაძლებლად მიგვაჩნდა. ამით ფილმის სანახაობრიობაც მოგებული დარჩა და თან ფანატებს ვაჩვენეთ ის მიმდევრობა, რომელიც ფილმში დევნის მომენტების დაძაბულობას უზრუნველყოფს“, - ამბობს ფილმის ტრიუკების კოორდინატორი ლი მორისონი.
ამ მომენტების ნახვის შემდეგ, ძნელად თუ დაიჯერებთ, რომ ავტომობილები სპეცალურად არ მოუმზადებიათ და გადაღებაში, სერიული მოდლები მონაწილეობდა, როგორებსაც მომხმარებლები დილერებისგან შეიძენენ. „ლენდ როვერ დეფენდერის“ ხაზის დირექტორი ნიკ კოლინზი ამბობს, რომ ავტომობილებში მხოლოდ დამცავი კარკასებია დამატებული.
ფილმ „სიკვდილის დრო არ არის“ პრემიერა აპრილში გაიმართება.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=u7Oc4g_CtZc&feature=emb_logo

No comments:

Post a Comment