Friday, February 21, 2020

კორონავირუსი „იაგუარ ლენდ როვერის“ ჩინურ ბიზნესს აზარალებს

სხვა ავტო მწარმოებლების მსგავსად, „იაგუარ ლენდ როვერსაც“ ჩინთში ბიზნსი პრაქტიკულად გაჩერებული აქვს. ბრიტანულმა კომპანიამ ცისქვეშეთში არამხოლოდ წარმოება შეაჩერა, არამედ მის დილერებს მომხმრებლები აღარც კი აკითხავენ - მათ ახლა ვირუსისგან თავის დაცვა უპირველეს მიზნად აქვთ დასახული და არა ავტომობილის ყიდვა.

„იაგუარ ლენდ როვერის“ გლობალური გაყიდვების დაახლოებით 20 პროცენტი ჩინურ ბაზარზე მოდის. კომპანიის შეფ რალფ სპეტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ქარხნებში წარმოება შეჩერებული აქვს, კომპანიას ამავე ქარხნებში მაკომპლექტებელი ნაწილები მხოლოდ ორი კვირაღა თუ ეყოფა. იგივე პრობლემა, ბრიტანულ ქარხნებსაც აქვს. სპეტის თქმით, შანჰაის მახლობლად არსებული ქარხანა, ერთ კვირაში განაახლებს მუშაობას.
„შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად ჩინეთში მოთხოვნის მხრივ, არაფერი ხდება. ახლა კითხვა ასე უნდა დაისვას - შესაძლებელია თუ არა მოთხოვნის ასეთი ვარდნის დროთა განმავლობაში ანაზღაურება, თუ ეპიდემიის გავლის შემდეგ, მოთხოვნა თანდათან გაიზრდება. არავინ იცის, რა იქნება და ვერავინ იტყვის, ეს სიტუაცია რამდენ ხანს გაგრძელდება“, - ამბობს სპეტი.
უფრო სერიოზული პრობლემაა მაკომპლექტებელი ნაწილების დანაკლისი. ამ მხრივ, ჩინთშზეა დამოკიდბული ავტომწარმოებლების აბსოპლუტური უმრავლესობა, მათ შორის, „იაგუარ ლენდ როვერი“. უფრო მეტიც, ჰუბეის პროვინცია, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, მაკომპლექტებელი ნაწილების ჰაბია. და როდის მოხერხდბა მისი სრული დატვირთვით ამოქმედება, ძნელი სათქმელია, რადგან კორონავირუსის სამკურნალო საშუალება ჯერ არ არსებობს, ის კი თანდათან მთელს მსოფლიოს ედება...

No comments:

Post a Comment