მოსიარულეს არა პირდაპირი მნიშვნელობით. უბრალოდ,
ასეთმა სავარძელმა, მძღოლს სიარულის სიმულაციით, დიდხანს ჯდომით გამოწვეული დაღლილობა
და ამასთან დაკავშირებული რისკები უნდა მოუხსნას.
„იაგუარ ლენდ როვერი“ ცვალებადი ფორმის სავარძლებს
ცდის, რომლებიც მიკრო მექანიზმებითაა (აქტუატორებით) ეკიპირებული. ისინი სავარძლის
ზედაპირს მუდმივად იმგვარად ცვლიან, რომ ამას ადამიანის ტვინი სიარულად აღიქვამს.
ასეთი სავარძლები, ყოველ მძღოლს და მგზავრს ინდივიდუალურად, მისი ტანის ფორმების
და წონის შესაბამისად ერგება.
ბრიტანული კომპანიის შეკვეთით ჩატარებული კვლევები აჩვენებს,
რომ მთელს მსოფლიოში, 1.4 მილიარდ ადამიანს ცხოვრების ჯდომითი რეჟიმი აქვს, რის
გამოც, მათი ფეხების, თეძოების და დუნდულების კუნთები კნინდება. „იაგუარ ლენდ
როვერის“ ახალი ტიპის სავარძელი, ხანგრძლივი ჯდომით გამოწვეულ რისკებს ამცირებს.
„ჩვენი კვლევების მთავარი მიზანი, ჩვენი მომხმარებლების
და თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. საკუთარ საინჟინრო ცოდნას და გამოცდილებას,
ისეთი მომავლის სავარძლის შესაქმნელად ვიყენებთ, რომლებიც მთელს მსოფლიოში ადამიანებს,
ცხოვრების სტილიდან მომდინარე პრობლემებს აარიდებს თავიდან“, - ამბობს „იაგუარ
ლენდ როვერის“ სამედიცინო შტოს შეფი სტივ აილი.
ბრიტანული კომპანიის იმავე შტოს სპეციალისტები სხვა
სიახლეებზეც მუშაობენ. მათ შორისაა ულტრაიისფერი სხივებით ვირუსების გავრცელებასთან
ბრძოლა. ეს ტექნოლოგიები არის „იაგუარ ლენდ როვერის“ პროექტ „ნულოვანი დანიშნულების“
ნაწილი, რომლის მიზანსაც, საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა
წარმოადგენს.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=13&v=bp5Vx7iwXJA&feature=emb_logo
No comments:
Post a Comment