ახალი „ლენდ როვერ დეფენდერი“ სახელოვანი ტრადიციის
ღირსეული გამგრძელებელია, თუმცა ის არამხოლოდ მკაცრი გარეგნობით და უგზოობაში
კარგი გამავლობით გამოირჩევა, არამედ უახლესი ტექნოლოგიებითაც, რომელთა ნაწილიც, ბრიტანულმა
კომპანიამ ლას ვეგასში, საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე წარადგინა.
თანამედროვე ავტოინდუსტრიის მოდის შესაბამისად, ახალი „დეფენდერიც“ კავშირის უახლესი სისტემებით არის ეკიპირებული. უფრო მეტიც, როგორც კომპანია სიამაყით აცხადებს, ესაა პირველი ავტომობილი, რომელიც ორი LTE მოდემით აღიჭურვა. მათგან ერთი, ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის მუდმივად განახლების საშუალებას იძლევა. მეორე კი ინფოტაინმენტ სისტემას ემსახურება.
ფრანკფურტის მოტორ შოუზე პრემიერისას, კომპანიამ
განაცხადა, რომ ახალ „დეფენდერს“ პროგრამული განახლებების მიღებაზე, 14
ელექტრონული მოდული მუშაობს. მაგრამ მას შემდეგ, ამ მოდულების რიცხვი 16-მდე
გაიზარდა და როგორც „ლენდ როვერი“ გვპირდება, 2021 წლის ბოლოს, მათი რიცხვი 45-ს
მიაღწევს.
ინფოტაინმენტ სისტემას, 10-დუიმიანი „პივი პრო“
სისტემა ემსახურება, რომელშიც „კვალკომის“ ტექნოლოგიაა (ფართოდ იყენებენ სმარტფონებში)
გამოყენებული. კომპანია ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო წარმადობას და შთამბეჭდავ
გრაფიკას უზრუნველყოფს. იმავდროულად, ის „ბლექბერის“ საოპერაციო სისტემა QNX-ზე
მუშაობს. ეს სისტემა, მძღოლს მრავალფეროვანი ინფორმაციით უზრუნველყოფს.
ინფოტაინმენტ
სისტემა, ენერგიას მისთვის ცალკე გამოყოფილი ელემენტებიდან ღებულობს. ეს კი იმის
საშუალებას იძლევა, რომ პროგრამა დაუყოვნებლივ იწყებს მუშაობას და მისი
ჩატვირთვისთვის ლოდინი საჭირო აღარაა.
No comments:
Post a Comment