Saturday, November 23, 2019

თვითმავალმა „იაგუარ I-პეისმა“ ტესტები დუბაიში გაიარა

„იაგუარ ლენდ როვერმა“ თავის ელექტრომობილ „იაგუარ I-პეისის“ თვითმავალი ვერსია, დუბაის გზებზე გამოსცადა. ამით კომპანიამ ყველას უჩვენა თავისი ტექნოლოგიური სიახლეები და ის, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის ტრანსპორტი.

ბრიტანული კომპანიის მიზანს, ნულოვანი გამონაბოლქვის ტრანსპორტის განვითარება წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ის ავტონომიურ, ელექტრულ, კავშირის და გაზიარების ტექნოლოგიებზე მუშაობს. საბოლოო მიზანს კი საზოგადოების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ასევე გარემოს სისუფთავე წარმოადგენს.
ამდენად, გასაკვირი სულაც არაა, რომ კომპანიამ ავტონომიური ტექნოლოგიების დემონსტრირებისთვის, თავისი ელექტრომობილი გამოიყენა, რომელსაც მსოფლიოს 2019 წლის ავტომობილის და წლის მწვანე ავტომობილის ტიტულები აქვს მოპოვებული. ის იმ სისტემებით აღიჭურვა, რომლებიც მოძრავი ობიექტების აღმოჩენის და მათთან შეჯახების თავიდან აცილების უნარს ანიჭებს. ამაში მას რადარი, კამერები და სენსორები ეხმარება. ავტომობილს ასევე შეუძლი საგზაო ნიშნების და შუქნიშნების გამოცნობა და შესაბამისად მოქმედება.
„იაგუარ I-პეისის“ ავტონომიურ პროტოტიპებს ტესტები უკვე გავლილი აქვს ბრიტანეთის მაგისტრალებსა და ქალაქებშიც კი, სადაც მოძრაობა უფრო მჭიდროა, ვიდრე დუბაიში.

No comments:

Post a Comment