Wednesday, November 20, 2019

ახალი „რეინჯ როვერ ევოუკი“ ქალთა რჩეული SUV/ქროსოვერი გახდა

კონკურს ქალთა წლის ავტომობილის (WWCOTY) ჟიურიმ, უგზოობის ავტომობილების და ქროსოვერების კლასში, 2019 წლის საუკეთესო მოდელად, ახალი „რეინჯ როვერ ევოუკი“ დაასახელა.

ჟიურიში 32 ქვეყნის 41 ჟურნალისტი შედიოდა, რომლებსაც 21 ავტომობილს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი. ავტომობილები 7 კატეგორიად იყო დაყოფილი. კონკურსის შედეგები დუბაის საერთაშორისო მოტორ შოუზე გამოცხადდა.
„ევოუკი“ ლუქს კლასის პირველი კომპაქტური SUV მოდელია და სწორედ მან გახსნა ეს კლასი. ამ ავტომობილის ორ თაობას, უკვე 224 საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ახალი „ევოუკი“ პირველი თაობის მოდელის მსგავსია და „რეინჯ როვერის“ მემკვიდრეობის და უახლესი ტექნოლოგიების ნაზავს წარმოადგენს. „ევოუკს“ ბრიტანეთში აწარმოებენ და ის მსოფლიოს 127 ქვეყანაში იყიდება.
„WWCOTY-სგან „ევოუკის“ აღიარება, ჩვენთვის დიდი პატივია. თავისი კომპაქტური პროპორციებით, ამ მანქანაში დახვეწილობა სიხალისესთან არის შერწყმული და ამით მომხმარებელთან მნიშვნელოვან ემოციურ კავშირს აყალიბებს“, - ამბობს „ლენდ როვერის“ კრეატიულობის განყოფილების ხელმძღვანელი ჯერი მაკგოვერნი.
ახალი „ევოუკი“ აგებულია „ლენდ როვერის“ უახლეს განივ არქიტექტურაზე და აღჭურვილია ჰიბრიდ-ელექტრული ძალური დანადგარებით, ინჯენიუმის ეფექტური, სამცილინდრაინი ძრავებით და მასში უხვადაა გამოყენებული ნატურალური და გადამუშავებული მასალები.
გარდა იმისა, რომ ახალი ევოუკი აკმაყოფილებს აზოტის შემცველობაზე ახალ, გამკაცრებულ სტანდარტებს (რომლებიც ძალაში 2020 წლიდან შევა), ის ასევე არის უსაფრთხო და ევრო NCAP-ის ქრეშ ტესტებში, უმაღლესი შეფასება - ხუთი ვარსკვლავი აქვს მოპოვებული.

No comments:

Post a Comment