Thursday, November 14, 2019

„ლენდ როვერ დეფენდერს“ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში იღებენ

ახალი „ლენდ როვერ დეფენდერი“ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში - „სიკვდილის დრო არ არის“ გადასაღებად ემზადება. ავტომობილის სპეციალურად მომზადებული პროტოტიპები ტესტირებას ტრიუკების შემსრულებელ გუნდთან ერთად, ექსტრემალურ პირობებში გადის.

ფილმისთვის ავტომობილების „დეფენდერ X-ის“ ბაზაზე მომზადდა. მათ შავი (სანტორინი) ფერის ძარა აქვთ და შავი ფერის 20-დუიმიან ბორბლებზე დგანან. რა თქმა უნდა, ბორბლები უგზოობის შესაფერისი საბურავებით არის შემოსილი. სერიული მოდელის მსგავსად, მათ 291 მილიმეტრის სიმაღლის კლირენსი აქვთ და 900 მილიმეტრის სიღრმის წყლიანი თხრილის გადალახვაც შეუძლიათ.
„ბონდს ფრენჩაიზისთვის მოქმედების შემუშავება და კოორდინაცია უკომპრომისო აზროვნებას მოითხოვს. ჩვენ გვჭირდებოდა შეუჩერებელი მანქანა, რომელიც სტიქიასთან, მკვეთრ დაღმართებთან ბრძოლაში და მდინარეზე გადასვლაში დაგვეხმარებოდა. ამიტომ, ჩვენ ახალი დეფენდერი ავარჩიეთ. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ დეფენდერი არათუ დაბრუნდა, არამედ ბევრად, ბევრად უკეთესიც გახდა“, - ამბობს ფილმის ტრიუკების კოორდინატორი ლი მორისონი.
„ლენდ როვერმა“ მოკლე ფილმი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება ახალი „დეფენდერი“ ბონდის ახალ ფილმში გადასაღებად. მასში კარგად ჩანს, თუ რა შეუძლია ამ ავტომობილს და რისთვის ანდეს მას ასეთი როლი. მის გარდა, ფილმში „ლენდ როვერის“ სხვა მოდლებსაც გადაიღებენ, მათ შორის, „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ს“, „ლენდ როვერის“ მე-3 სერიას, ასევე „რეინჯ როვერ კლასიკს“. ჯეიმს ბონდის როლს ამჯერადაც დანიელ კრეიგი შეასრულებს. ფილმის პრემიერა 2 აპრილს არის დაგეგმილი.

https://www.youtube.com/watch?v=eelYBoBxf-I&feature=emb_logo


No comments:

Post a Comment