Sunday, November 3, 2019

„იაგუარ I-პეისი“ ნურბურგრინგის სარბოლო ელექტრო ტაქსის როლში

ამირიდან, ნურბურგრინგის ფანებს, ლეგენდარულ ტრეკზე ელექტრული ტაქსით განვარდების საშუალებაც აქვთ. ამაში მათ „იაგუარის“ პოპულარული ელექტრომობილი, „I-პეისი“ დაეხმარება. ეს პირველი ელექტრო ტაქსია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მომთხოვნ ტრასაზე იმუშავებს.

ამასთან, ეს არაა „იაგუარის“ პირველი ავტომობილი, რომელიც ნურბურგრინგზე ტაქსის როლში მუშაობს. ის სპორტულ მოდელ „XE SV პროჯექტ 8-ს“ შეუერთდა, რომელსაც პროფესიონალი მრბოლები მართავენ.
„იაგუარის“ პირველი ელექტრომობილი ორი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომლებიც ჯამში 400 ცხენის ძალას და 696 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ელექტრო ენერგია 90-კილოვატიან, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში ინახება, ეს კი ავტომობილის 470 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის (WLTP სტანდარტით).
ამ ძალური დანდგარის მეშვეობით, „I-პეისს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მისაღწევად 4.8 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 200 კილომეტრია. ამ პარამეტრების გარდა, „I-პეისი“ საუკეთესო მართვადობითაც გამოირჩევა.
„იაგუარი“ ირწმუნება, რომ „I-პეისს“ აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ნურბურგრინგის ძალიან მომთხოვნ, 73 მოსახვევს ღირსეულად გაუმკლავდეს და თავის მგზავრებს სიამოვნება მიანიჭოს. ცნობისათვის, ნურბურგრინგზე სამ ადამიანს „I-პეისით“ ერთ წრეზე მგზავრობა 149 ევრო დაუჯდება. შედარებისთვის, „XE SV პროჯექტ 8-ს“ შემთხვევაში, გასეირნება 249 ევრო ღირს.

No comments:

Post a Comment