„იაგუარ ლენდ როვერმა“ თავისი სამოდლო გამის დიდი
ელექტრიფიკაცია, „იაგუარ I-პეისით“ დაიწყო. და ამით დაკმაყოფილებას არ
აპირებს. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, კომპანიის მომდვნ
ელექტრომობილი ბაზარზე 2021 წელს, „რეინჯ როვერის“ მარკით გამოვა.
ახალ პროექტს ადრე „როუდ როვერად“ მოიხსენიებდნენ,
მაგრამ „ავტოქარის“ ინფორმაციით, კომპანია მას ამ ეტაპზე, „მედიუმ SUV-ს“ უწოდებს.
ამასთან, ინჟინრები ელექტრულ ქროსოვერს ახალ „იაგუარ XJ-სთან“ ერთად ქმნიან,
რომელიც ასევე ელექტრომობილის სახით გამოვა, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით.
ელექტრული ქროსოვერი საშუალო ზომის ავტომობილი იქნება,
რომელიც „რეინჯ როვერის“ გამაში, „ევოუკსა“ და „ველარს“ შორის დაიკავებს ადგილს.
ოღონდ, მას ექნება უფრო დაბალი სახურავი და აეროდინამიკური ფორმა, რაც ენერგიის
ხარჯის შემცირებას შეუწყობს ხელს.
ახალი
ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დაფარულია. „ავტოქარი“ ვარაუდობს, რომ ის
მოდულურ გრძივ პლატფორმაზე აიგება და ეს იქნება „რეინჯ როვერის“ მოდელებს შორის,
ასფალტიან გზებზე ყველაზე მეტად ფოკუსირებული ავტომობილი. თუმცა ის უგზოობისთვის
საჭირო თვისებებსაც შეინარჩუნებს. ის ორი ელექტრო ძრავით აღიჭურვება, რაც სრულ მოდებას
უზრუნველყოფს. ენერგიის შესანახად 90-კილოვარიან ელემენტების ბლოკს გამოიყენებენ,
რაც ერთი სრული დამუხტვით, 470 კილომეტრამდე მანძილის გავლას უზრუნველყოფს.
No comments:
Post a Comment