Monday, October 14, 2019

ახალი ლენდ როვერ დეფენდერი ლეგოსგან

„ლენდ როვერმა“ ახალი „დეფენდერის“ მსოფლიო პრემიერა ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩაატარა, კომპანია „ლეგომ“ კი უკვე მოასწრო ამ ავტომობილის ასაწყობი კომპლექტის შემუშავება. პრინციპში, მოსასწრები არც არაფერი იყო, რადგან ორმა კომპანიამ ერთობლივად იზრუნა იმაზე, რომ მათი პროდუქტების პრემიერა ერთმანეთს დამთხვეოდა.



„ლეგოს ელემენტები ისეა შემუშავებული, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს მათი აწყობა. ჩვენ ვამაყობთ ამ ახალი პროდუქტით, რომელიც ლეგოს ჯგუფის დიზაინერების გარჯის საოცარი შედეგია. ლენდ როვერთან ერთობლივად შევიმუშავეთ ცალკეული ელემენტები, დიზაინი და ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტები, რამაც ისეთი პაკეტის შექმნის საშუალება მოგვცა, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ლეგოს უსაზღვრო შესაძლებლობებს“, - ამბობს დანიური კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ნილს ჰენრიკ ჰორსტედი.

„ლეგო ტექნიკის“ მიერ შემუშავებული „ლენდ როვერ დეფენდერის“ პაკეტში 2 573 ნაწილი შევიდა. ბევრი მათგან რეალურთან ახლოსაა. მაგალითად, სრულად დამოუკიდებელი საკიდარი, სრულამძრავიანი სისტემა სამი დიფერენციალით, გადაცემათა კოლოფი და ჯალამბარიც კი.

No comments:

Post a Comment