Wednesday, October 9, 2019

გაიცანით „იაგუარის“ სარბოლო ელექტრული ფორმულა „E-ტაიპ 4“

„იაგუარმა“ ფორმულა E-ს 2019/2020 წლების სეზონის დაწყებამდე, სარბოლო ელექტრული ფორმულა „E-ტაიპ 4“ წარმოგვიდგინა და თავისი გუნდის პილოტები დაასახელა. ბრიტანული კომპანიის სახელით, მსოფლიო ჩემპიონატში ახალზელანდიელი მიტჩ ევანსი და ბრიტანელი ჯეიმს კალადო იასპარეზებენ.

როგორც „იაგუარი იუწყება“, „E-ტაიპ 4“ სრულიად ახალი ელექტრო ძრავით, გადაცემათა კოლოფით, ინვერტორით, ახალი უკანა საკიდარით და ახალი ამორტიზატორებით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ავტომობილი მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, რაც მის მართვაზე და დინამიკურ მახასიათებლებზე დადებითად აისახა.
თავის წინამორბედებთან შედარებით, ახალი სარბოლო ავტომობილი უფრო დაბალი სიმძიმის ცენტრითაც გამოირჩევა. ახალი ძალური დანადგარის წყალობით, გაუმჯობესდა მანქანის კონტროლის მოდული, რომელიც უფრო გამძლეცაა და პროგრამული უზრუნველყოფის უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას იძლევა.
„რამდენიმე თვის დაძაბული მუშაობის შემდეგ, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ მსოფლიოს ახალი სარბოლო იაგუარ I-ტაიპ 4 წარვუდგინოთ. მასზე მუშაობისას, ჩვენ უახლესი ტექნოლოგიები და ფორმულა E-ს რბოლებში დაგროვილი გამოცდილება გამოვიყენეთ. და ჩვენი ინჟინრების გუნდმა შექმნა ჩვენი აზრით, ფორმულა E-ს ყველაზე კონკურენტუნარიანი მანქანა მათ შორის, რაც კი ოდესმე შექმნილა. მეექვსე სეზონში უფრო მეტისთვის ვიბრძოლებთ და მის დაწყებას მოთმენლად ველით!“ - განაცხადა „პანასონიკ იაგუარ რეისინგის“ დირექტორმა აჯეიმს ბერკლიმ.
სარბოლო გუნდმ ასევე გამოაცხადა, რომ ახალ სეზონში მისი პარტნიორების სიას დამატებიან კომპანიები „ლეგო“ და ელექტრული სარბოლო ავტომობილების მინი ვერსიების მწარმოებელი „სკალექსტრიკი“. ორივე კომპანია მალე „იაგუარ I-ტაიპ 4-ის“ საკუთარი ვერსიების გაყიდვებსაც დაიწყებს.
რაც შეეხება ახალ სეზონს, ის სტარტს საუდის არაბეთში, ქალაქ ად-დირიას ქუჩის რბოლით, 22 ნოემბერს აიღებს. ჩემპიონატში სულ 14 ეტაპი შედის, რომლებიც ასევე ქალაქების ქუჩებში გაიმართება. სეზონს ლონდონის ეტაპი, 26 ივლისს დახურავს.

No comments:

Post a Comment