Thursday, September 5, 2019

„დიფენდერი“ ფრანკფურტის პრემიერაზე ყაზახეთიდან გაემგზავრა

ფრანკფურტის მოტორ შოუზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პრემიერა, ახალი „ლენდ როვერ დიფენდერი“ იქნება. ამ ავტომობილმა უკვე არაერთი მძიმე გამოცდა ჩააბარა და საპრემიეროდაც რთული გზით, ყაზახეთიდან გაემგზავრა.

ბრიტანულმა კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო ტიზერი, რომლითაც გვატყობინებს, რომ „დიფენდერმა“ სტარტი ყაზახეთის ციხესიმაგრეების ველიდან აიღო და ფრანკფურტისკენ გაემართა. ცნობისათვის, ციხესიმაგრეების ველი ის ადგილია, სადაც ავტომობილი ერთ-ერთ ბოლოს ტესტირებას გადიოდა.
„ჩვენ ახალი დიფენდერი მაღლა და უფრო შორს, პროფესიონალ ალპინისტ კენტონ ქულთან ერთად, ყახაზეთის ციხესიმაგრეების ზეგანზე გავუშვით. და მათ უკვე ფრანკფურტისკენ აიღეს გეზი, რათა 10 სექტემბერს, დილის 8:50 საათზე, პრემიერაზე წარსდგეს“, - გვატყობინებს „ლენდ როვერი“.
ახალ „დიფენდერს“ საპრემიერო მოგზაურობისას, დაახლოებით 6 400 კილომეტრის გავლა მოუწევს, რასაც დაახლოებით 75 საათში, უწყვეტი მოძრაობისას მოასწრებს.
ახალი „დიფენდერი“ პირველად ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის გადაღებისას გამოჩნდა. ოღონდ, არასრულად. ახალი ავტომობილი 90, 110 და 130 ძარებით გამოვა. მათგან ბაზარზე პირველი საშუალო ზომის 110 გამოჩნდება.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=g3m6d0QrVg0

No comments:

Post a Comment