„იაგუარ ლენდ როვერი“ გუდვუდის სიჩქარის
ფესტივალზე, თავის რამდენიმე ახალ ავტომობილს, მათ შორის უახლეს „დიფენდერს“
წარადგენს. ოღონდ, როგორც აქამდე, ამჯერადაც ეს ავტომობილი, რომელსაც ბაზარი
მოუთმენლად ელის, კვლავ კამუფლირებულ ფორმაში იქნება გამოწყობილი.
„დიფენდერის“ გარდა, კომპანია გუდვუდის დამსწრე საზოგადოებას
„რეინჯ როვერ ველარ SVავტობაიოგრაფი დაინემიკს“, „იაგუარ SV XE პროჯექტ 8 ტურინგს“,
„იაგუარ F-ტაიპ SVR-ს“, „იაგუარ F-ტაიპ რალი ქარს“ და სარბოლოდ მომზადებულ
ელექტრომობილ „იაგუარ eტროფი I-პეისს“ წარუდგენს, რომელიც ლეგენდარულ გუდვუდის აღმართის
რბოლაში იასპარეზებს.
„ჩვენთვის გუდვუდის სიჩქარის ფესტივალი, უდიდესი
ყოველწლიური ღონისძიებაა და მასზე ამჯერადაც ჩვენს სიახლეებს წარვადგენთ როგორც
სტენდზე, ასევე რბოლაშიც. მომხმარებლებისთვის მისაწვევი სივრცე მოვაწყეთ და მათ ახალ
ავტომობილებთან უშუალო გაცნობის საშუალებას მივცემთ. პირადად მე მოხარული ვარ, რომ
ახალ „დიფენდერს“, აღმართზე რბოლაში მონაწილეს ვიხილავ“, - ამბობს „იაგუარ ლენდ
როვერის“ ბრიტანული შტოს მმართველი დირექტორი რევდონ გლოვერი.
„ლენდ როვერი“ ახალი „დიფენდერის“ მსოფლიო პრემიერას
სექტემბერში ჩაატარებს. ოღონდ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ეს ფრანკფურტის მოტორ
შოუზე მოხდება, თუ სპეციალურად მოწყობილ წარდგენაზე.
No comments:
Post a Comment