Tuesday, July 23, 2019

„იაგუარ ლენდ როვერი“ პლასტიკს პრემიუმ მასალად გადაამუშავებს


„იაგუარ ლენდ როვერი“ და ქიმიური მრეწველობის ამერიკული გიგანტი BASF ერთობლივად მუშაობენ კვლევით პროექტზე, სახელწოდებით „ქემსაიკლინგ“, რომლის მიზანსაც, პლასტიკური მასების ნარჩენების გადამუშავება და წარმოებაში გამოყენებაა.

უმეტეს შემთხვევებში, პლასტიკის ნარჩენები ან ნაგავსაყრელებზე იმარხება, ან მათ სპეციალურ ღუმელებში წვავენ. ორი კომპანიის პროექტის მიზანი კი ამ ნარჩენებისგან, მაღალი ხარისხის მასალების წარმოებაა, რომლებისგანაც ავტომობილების დეტალებს დაამზადებენ.
ექსპერიმენტის დროს, პლასტიკის ნარჩენებს პიროლიზურ ზეთად გარდაქმნიან, რა დროსაც, თერმოქიმიურ პროცესს გამოიყენებენ. ამის შემდეგ, მიღებული მასალა BASF-ის წარმოებაში მოხვდება, სადაც მას ორგანული რესურსების ნაცვლად გამოიყენებენ. მიღებული პლასტიკი იქნება უმაღლესი ხარისხის, როგორიც პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული მასალა იქნებოდა. ასეთ მეორად პლასტიკს ახალი თაობის მაჩვენებლების დაფების და ექსტერიერის ელემენტების დასამზადებლად გამოიყენებენ.
ამ ეტაპზე, „იაგუარ ლენდ როვერი“ და BASF-ი ახალი საწარმოო ციკლის საპილოტო პროცესით მიღებულ მასალებს, ელექტრომობილ „იაგუარ I-პეისის“ პროტოტიპზე ცდიან. ტესტების მთავარ მიზანს, ახალი მასალის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენს.

No comments:

Post a Comment