„ლეგო“ არამხოლოდ საბავშვო ასაწყობი კონსტრუქციებით
არის ცნობილი, არამედ ხშირად, ავტოკომპანიებთან ერთად, მათი ყველაზე გამორჩეული მოდელების
საკუთარ ვერსიებსაც ამზადებს, რომლებიც ერთჯერადი ეგზემპლარებია და ხელოვნების ნიმუშებს
წარმოადგენს.
ეს ეგზემპლარი კი „ლეგოს“ მიერ არაა დამზადებული,
თუმცა ამ კომპანიის და „ლენდ როვერ დიფენდერის“ ერთმა ბრიტანელმა ენთუზიასტმა
სწორედ „ლეგოს“ ელემენტები გამოიყენა იმისათვის, რომ შორიდან მართვადი „დიფენდერი“
დაემზადბინა.
პატარა ავტომობილზე მუშაობა „ლეგო ტექნიკის“ შასის
აწყობიდან დაიწყო, რომელსაც მომუშავე საკიდარი და ორი პატარა ელექტრო ძრავი აქვს
და ისინი თითო ღერძზეა განაწილებული. გარდა ამისა, ავტორმა ავტომობილი მქნევარითაც
არის აღჭურვილი. ძრავებს დამადაბლებელი ტრანსმისია დაუკავშირდა, რათა მოდელი ნელი
და მდგრადი ყოფილიყო, რაც წინაღობების გადალახვაში დაეხმარებოდა.
საჭის მექანიზმი სერვო მოტორით იმართება. ელექტრო
ძრავების კვებისთვის, ავტომობილი ასევე ელემენტების ბლოკითაც არის ეკიპირებული.
კომპლექტში რადიო მიმღებიც შევიდა.
დასრულებული ავტომობილი დაახლოებით 1 800 დეტალისგან
შედგება. პროექტის ავტორს სურს, რომ „ლეგომ“ მისი ქმნილება სერიულად გამოუშვას.
ამისთვის კი მყიდველთა გარკვეული მინიმალური რაოდენობაა საჭირო. პროექტი „ლეგომ“
საკუთარ იდეების გვერდზე გამოფინა, სადაც პირდაპირ რეჟიმში მიმდინარეობს ხმის მიცემა.
პროექტს უკვე 800 დადებითი გამოხმაურება აქვს მიღებული. მისთვის მწვანე შუქის
ასანთებად, 10 ათასი ხმაა საჭირო, რომელთა შეგროვებაც 300 დღეში რთული საქმე არ
უნდა იყოს...
No comments:
Post a Comment