Sunday, June 9, 2019

ახალმა „ლენდ როვერ დიფენდერმა“ კენიაში ურთულესი ტესტები დაასრულა


„ლენდ როვერმა“ ახალი „დიფენდერის“ კენიური ტესტები დაასრულა და იმავდროულად, დიდი როლი შეასრულა ლომების პოპულაციის გადარჩენაში. ტესტებისას ორგანიზაცია „ტუსკ-ის“ ექსპედიციის წევრები, რომელთა მიზანსაც, კენიაში ცხოველებზე ზრუნვა და შემცირებული პოპულაციების გადარჩენა წარმოდადგენს, ახალი „დიფენდერით“ სარგებლობდნენ.


მისიის დროს, „დიფენდერს“ არაერთი რთული ამოცანის შესრულება უწევდა. ის გაუვალ გზებზე, მძიმე მისაბმელებს ეზიდებოდა. პარალელურად, ის ეკიპირებული იყო სპეციალური აპარატურით, რომელიც „ბორანას“ ნაკრძალის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 14 000 ჰექტარს შეადგენს, ექსპედიციის წევრებს, ლომების გადაადგილების კონტროლის საშუალებას აძლევდა. „ბორანას“ ნაკრძალი ახალი ავტომობილის გამოსაცდელად საუკეთესო ადგილია, რადგან იქ „დიფენდერს“ მხოლოდ გრუნტიან, ქვიან და უსწორმასწორო გზებზე უწევდა მოძრაობა, სადაც მისი თვისებების სრულად გამოვლენა შეეძლო.

„ამჟამად ახალი „დიფენდერის“ ტესტირების და სრულყოფის დამასრულებელ ეტაპზე ვართ. კენიაში, ჩვენს პარტნიორ „ტუსკთან“ თანამშრომლობამ მეტად ფასეული მონაცემების დაგროვების საშუალება მოგვცა. „ბორანას“ ნაკრძალი, თავისი რთული რელიეფით და გარემოთი, საუკეთესო ადგილი იყო ტესტირებისთვის, სადაც „დიფენდერს“ თავისი უგზოობის თვისებების გამოვლენის საშუალება ჰქონდა“, - განაცხადა „იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილების ხაზის დირექტორმა ნიკ კოლინზმა.

ახალი „დიფენდერი“, რომლის კოდური სახელწოდებაა L851, „რეინჯ როვერ სპორტის“ და „ლენდ როვერ დისქავერის“ მოდიფიცირებულ MLA პლატფორმაზე აიგება. დიზაინი ახალი „დსქავერის“ და კონცეპტ DC100-ის ერთგვარი ნაზავია. კაპოტქვეშ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე, 4-ცილინდრიანი, ასევე ბენზინ-ელექტრული ჰიბრიდული აგრეგატები განლაგდება

No comments:

Post a Comment