„იაგუარ ლენდ როვერმა“ ახალი დამხმარე სისტემა
შეიმუშავა, რომელიც საჭის რგოლის გარკვეული სეგმენტების გახურების, ან გაცივების
მეშვეობით, მძღოლს ინფორმაციას გადასცემს. ნავიგაციასთან დაკავშირებული სისტემის
დანიშნულება ისაა, რომ მძღოლს თვალი გზაზე ეჭიროს.
სისტემა კვლევის სტადიაზეა. მის შემუშავებაში
მონაწილეობა გლაზგოს უნივერსიტეტმაც მიიღო. „საჭის მგრძნობიარე რგოლს“ გათბობით და
გაგრილებით შეუძლია მიგანიშნოთ მოხვევის მიმართულება და ზოლის შეცვლის საჭიროება.
ის ასევე გზაზე არსებული საცობის შესახებ გაცნობებთ. ასეთი სისტემა მისწრება იქნება
ცუდ ამინდში, როცა შემცირებული ხილვადობის, ან დაზიანებულ გზაზე მოძრაობა გიწევთ.
მსგავსი ტექნოლოგია ასევე გამოიყენეს საჭის რგოლზე
არსებულ სიჩქარის გადამრთველ ბერკეტებზე. მისი მეშვეობით, სისტემა მიგანიშნებთ,
რომ შესაძლებელია ავტონომიურ მართვაზე გადასვლა.
როგორც კვლევები აჩვენებს, მსოფლიოში საგზაო შემთხვევების
უმეტესობა, მძღოლის გადაღლის შედეგად ხდება. ამავე მიზეზით, აშშ-ში ფატალური
ავარიების 10 პროცენტი ხდება. „იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევა აჩვენებს, რომ თერმული
სიგნალების მეშვეობით, მძღოლი უფრო მეტადაა ფოკუსირებული გზაზე.
სისტემის
მუსაობისას, ტემპერატურებს შორის სხვაობა 60 გრადუსს აღწევს. თუმცა შესაძლებელია
ამპლიტუდის ცვლა. კვლევა აჩვენებს, რომ მძღოლისთვის სხვადასხვა ინფორმაციის (მაგალითად,
ავზში საწვავის რაოდენობის შემცირებისას) მისაწოდებლად, ასევე შესაძლებელია მცირე
ვიბრაციების გამოყენება.
No comments:
Post a Comment