„იაგუარმა“ გამოაცხადა, რომ მისი დიზაინის
განყოფილების დრექტორი იან ქელუმი, ვინც კომპანიაში 20 წელია მუშაობს, თანამდებობას
ტოვებს. მას ჯულიან ტომპსონი შეცვლის, ვინც აქამდე კრეატიული დიზაინის დირექტორი
იყო.
„მე იაგუარში არაჩვეულებრივი კარიერა მქონდა. ჩემი
ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა, XF-ის შექმნა იყო, რადგან ამ ავტომობილმა იაგუარისთვის
ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც ტრადიციულიდან თანამედროვე დიზაინზე გადასვლაში
გამოიხატა. და ეს მნიშვნელოვანი შემობრუნების წერტილი იყო ჩვენს ისტორიაში“, - ამბობს
ქელუმი.
იან ქელუმმა საავტომობილო დიზაინერად მუშაობა „ფორდის“
დიზაინის სტუდიაში, 1979 წელს დაიწყო. იქ 11 წელი დარჩა, რის შემდეგაც „TWR დიზაინში“
(ტომ უოკინშოუ დიზაინ) გადავიდა. აქ მან მონაწილეობა მიიღო სუპერ ავტომობილ „ასტონ
მარტინ DB7-ის“ შემუშავებაში. მასვე მონწილეობა აქვს მიღებული „ასტონ მარტინის“
მოდელების - „ვენქვიშის“ და DB9-ს შექმნაში. 1999 წელს „იაგუარში“ გადაინაცვლა,
სადაც დიზაინის განყოფილების დირექტორი გახდა.
„ჩემთვის ოცნების ასრულება იყო F-ტაიპზე მუშაობა, I-პეისმა
კი რაღაც ინოვაციურის შექმნის შესაძლებლობა მომცა, რაც იაგუარის აღქმის კუთხით, ნამდვილი
გამოწვევა უნდა ყოფილიყო. და ამ ავტომობილის წარმატება იმის უტყუარი მაჩვენებელია,
თუ რა წინ წავიდა ჩვენი ბრენდი“, - დასძენს ქელამი.
„აქ რომ მოვედი, მიზნად დავისახე, რომ იაგუარი იქ
დამებრუნებინა, სად ყოფნასაც იმსახურებდა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ვფიქრობ,
მიზანს მივაღწიე. ამიტომ ჩავთვალე, რომ წასვლისთვის და დიზაინის სხვა პროექტებში
მონაწილეობისთვის შესაფერისი დროა“.
ქელუმმა
2005 წელს სამეფო დიზაინერის ტიტული დაიმსახურა, 2014 წელს კი დიზაინის სფეროში
მიღწეული წარმატებებისთვის, „მინრვას“ მედალი მიიღო. დირექტორის პოსტის დატოვების და
სხვა პროექტებში მონაწილეობის მიუხედავად, ქელამი „იაგუართან“ თანამშრომლობას, დიზაინის
კონსულტანტის როლში გააგრძელებს.
No comments:
Post a Comment