„იაგუარმა“
თავისი პოპულარული სედანი XE განაახლა, რომელიც უფრო სპორტული იერითაც გამოირჩევა
და უახლესი ტექნოლოგიებითაც არის აღჭურვილი. მათ შორისაა მთლიანად შუქდიოდური
ფარები წინაც და უკანაც, ასევე ელექტრომობილ „I-პეისზე“ გამოყენებული ტექნოლოგიები.
სამაგიეროდ, შეთხელდა ძრავების გამა.
მათთვის,
ვისაც ავტომობილებში ყველაზე მეტად აგრესიულობას აფასებს, განკუთვნილია ვარიანტი R-დაინემიკი,
რომელიც მუქი ჩანართებით, განსხვავებული დიზაინის ბორბლებით, სპორტული სტილის
სავარძლებით და სხვა ელემენტებით გამოირჩევა.
„იაგუარმა“
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ინტერიერს, რომელიც კომპანიის განმარტებით, არის
უფრო მოსახერხებელი, აქვს მეტი შესანახი ადგილები და მგზავრებისთვის არის უფრო
კომფორტული. ახალია საჭის რგოლი. სალონი ეკიპირებულია ინფოტაინმენტ სისტემით „ტაჩ
პრო დუო“, რომელიც 5.5-დუიმიან მეორე (ქვედა) სენსორულ ეკრანსაც მოიცავს. „იაგუარმა“
ამ სისტემით პირველად „I-პეისი“ დააკომპლექტა.
ამავე
ელექტრომობილისგან ახალ XE-ზე ასევე გადმოიტანეს ტექნოლოგია „სმარტ სეტინგ“,
რომელშიც ხელოვნური ინტელექტია გამოყენებული. გარდა ამისა, საჭის უკან მოთავსდა 12.3-დუიმიანი
ციფრული ეკრანი, რომელსაც მაჩვენებლების დაფის ფუნქცია აქვს. აქვე არის უკანა
ხედვის კამერა „ქლეარსაით“, რომელიც ავტომობილის უკან არსებული სივრცის სრულ
გამოსახულებას იძლევა.
ძრავების გამაში შევიდა ბენზინის ორი და დიზელის ერთი
აგრეგატი. ბენზინის ტურბო ძრავები ოთხცილინდრიანი, 2.0-ლიტრიანია. ისინი 250 და
300 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. მეორე აგრეგატი ვარიანტ R-დაინემიკისთვისაა და
ამ შემთხვევაში, სტანდარტულია სრულ ამძრავიანი სისტემა. რაც შეეხება დიზელს, ისიც 2.0-ლიტრიანია
და 180 ცხენის ძალას იძლევა. სამივე ძრავთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური
კოლოფი მუშაობს. მომავალში მყიდველს ასევე ელექტრიფიცირებულ აგრეგატსაც
შესთავაზებენ.
No comments:
Post a Comment