Sunday, February 3, 2019

„იაგუარმა“ XF-ის სპეც ვერსია გამოუშვა

„იაგუარმა“ თავის პოპულარულ მოდელ XF-ს ახალი ექსკლუზიური ვერსია - „XF ჩეკერედ ფლაგ“ შეიმუშავა, რომელსაც მყიდველს სედანის და უნივერსალის ძარიანი ვარიანტების მყიდველს შესთავაზებს. ახალი ვერსია ექსტერიერის უნიკალური ელემენტებით და ტექნიკური სრულყოფით გამოირჩევა.

ვერსია „ჩეკერედ ფლაგ“ თეთრ (იულონგ უაით), ნაცრისფერ (ეიგერ გრეი) და შავ (სანტორინი ბლექ) ფერებში შეიღებება. გარდა ამისა, აქვს სპორტულ სტილში შესრულებული წინა ბამპერი, საბარგულის ბოლოში მოთავსებული სპოილერი, გვერდებზე არსებულ ჭრილებში ლოგოები, ასევე ალუმინის 18-დუიმიანი ბორბლები.
სალონ მუქ ფერშია გაწყობილი, რომელთანაც სავარძლების და კარის პანელების წითელია (ჯეტ რედ) შეხამებული. სპეც ვერსიის სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა მძღოლის ინტერაქტიური 12.3-დუიმიანი დისპლეი, ასევე 10-დუიმიანი სენსორული ეკრანი, ნავიგაცია „პრო“, რომელსაც აქვს „ინკონტროლ კონექტ პრო“ ფუნქცია. ამ უკანასკნელს აქვს ტრეფიკის კონტროლის ფუნქცია. სტანდარტულ ეკიპირებაში ასევე შევიდა უგასაღებო გაღების და სხვა ბევრი სისტემა. ასევე სტანდარტულია სმარტფონის პაკეტი, რომელსაც აქვს „ეპლ ქარპლეი“ და „ანდროიდ ავტო“ კავშირის ფუნქცია.
არჩევანშია ბენზინის ორი და დიზელის სამი აგრეგატი. ბენზინის ორივე ძრავი 2.0-ლიტრიანია, ოღონდ განსხვავებული ფორსირებით (250 და 300 ცხ.ძ). დიზელებიდან ორის მუშა მოცულობაც 2.0 ლიტრია. ისინი 180 და 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. მესამე კი არის 3.0-ლიტრიანი V6 და ის 300 ცხენის ძალას იძლევა. სრულ ამძრავიანი სისტემა ერთის გარდა (240-ცხენისძალიანი), ყველა ძრავის შემთხვევაში სტანდარტულია.
ბრიტანეთში სედანი „XF ჩეკერედ ფლაგ“ 34 950 სტერლინგი ღირს, უნივერსალის ფასი კი 37 390 სტერლინგია.

No comments:

Post a Comment