Friday, February 8, 2019

რეინჯ როვერ ველარ SVავტობაიოგრაფი დაინემიკ


„ლენდ როვერმა“ თავის პოპულარულ მოდელ „რეინჯ როვერ ველარის“ ლუქს ვერსია - „ველარ SVავტობაიოგრაფი დაინემიკ“ შეიმუშავა, რომელსაც შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს. ახალი ავტომობილი კომპანიის სპეციალური ავტომობილების შტომ (SVO) მოამზადა. ის 5.0-ლიტრიანი V8 კომპრესორიანი ძრავით აღიჭურვა, დაიხვეწა საკიდარი და საჭის სისტემა.

ახალი ძრავის სიმძლავრე 550 ცხენის ძალას აღწევს. მისი მეშვეობით, „ველარ SVავტობაიოგრაფი დაინემიკი“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 4.5 წამში აღწევს (ანალოგიურ აჩქარებაზე იგივე დრო ჰყოფნის „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ს“). მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 274 კილომეტრია.
SVO-ს ინჟინრებმა შეცვალეს მართვის ელექტრონიკის პროგრამა, გადახედეს განივი მდგრადობის სტაბილიზატორების პარამეტრებს და ელექტრონიკით მართვად ამორტიზატორებს. გარდა ამისა, საკიდარი უფრო ხისტი ზამბარებით დაკომპლექტდა. განახლდა სრული მოდების სისტემა, რომლის ეკიპირებაშიც გაძლიერებული გამანაწილებელი შევიდა. ასევე შეიცვალა საჭის ელექტრო გამაძლიერებლის მუშაობის ალგორითმი. ინდივიდუალური პროექტით დამზადდა აქტიური გამოსაბოლქვი სისტემა, რისი წყალობითაც, მისი წონა 7.1 კილოგრამით შემცირდა და რაც მთავარია, ძრავის ხმა გაუმჯობესდა.
გარდა ამისა, „ველარ SVავტობაიოგრაფი დაინემიკი“ მძლავრი მუხრუჭებით აღიჭურვა, რომლებსაც წინ 395-მილიმეტრიანი დისკოები აქვს, უკან კი - 396-მილიმეტრიანი. ავტომობილი მსუბუქ 21-დუიმიან ბორბლებზე დგას, ოპციით კი 22-დუიმიანზე გადაყვანაც შეიძლება.
სალონში სავარზლები სავენტილაციო, გამაგრილებელი და გამათბობელი სისტემებით არის აღჭურვილი. მათვე ემსახურება მასაჟორი. ამასთან, სავარძლები 20 მიმართულებით რეგულირდება. საჭე სპორტული ყაიდისაა. სალონის გასაფორმებლად გამოყენებულია კარბონის კომპოზიტი. ამავე მასალისგან დამზადდა სატერფულები.
ბრიტანეთში „ველარ SVავტობაიოგრაფი დაინემიკის“ საბაზისო ფასი 86 120 სტერლინგია.

No comments:

Post a Comment