Tuesday, February 26, 2019

„ლენდ როვერის“ უარი ექსკლუზიურ მოდელებს

ექსკლუზიური „რეინჯ როვერ SV კუპესა“ და „დისქავერი SVX-ზე“ უარის თქმა იმის მანიშნებელია, რომ „ლენდ როვერი“ აქცენტს მასობრივ ავტომობილებზე გადაიტანს, რომლების დახმარებითაც, გაყიდვების მოცულობის გაზრდას შეძლებს. მათ შორის, უახლეს „დიფენდერზე“, რომელსაც პირველად წელს ვიხილავთ.

ორკარიანი „რეინჯ როვერ SV კუპე“ წარმოებისთვის თითქმის მომზადებული ავტომობილია, მაგრამ ის მხოლოდ 999 ცალი დამზადდებოდა და თითოეულის ფასი 240 000 სტერლინგი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი კომპანიას მოგებას მოუტანდა, თუმცა მის გრძელვადიან გეგმაში, გაყიდვების მოცულობის ზრდას უფრო მეტი მნიშვნელობა ენჭება, რაშიც უგზოობის კუპე ამინდს ვერ შექმნიდა.
ამ მდიდრული ავტომობილის წარმოებისთვის მომზადება, კომპანიისგან მნიშვნელოვან რესურსს (როგორც ფინანსურს, ასევე ტექნოლოგურს და პერსონალს) მოითხოვდა. არადა, „ლენდ როვერს“ ეს რესურსები ინვაციების დანრგვისთვის და ახალი ტექნოლოგიების ათვისებისთვის უფრო სჭირდება, რასაც არცთუ შორეულ მომავალში, მისთვის გაცილებით მეტი მოგების მოტანა შეუძლია.
მაგალითად, „ლენდ როვერი“ ახალი „დიფენდერის“ მზადების გარდა, ელექტრომობილების სეგმენტში დებიუტისთვისაც ემზადება. „იაგუარისგან“ განსხვავებით, „ლენდ როვერის“ გამა ელექტრომობილებს ჯერაც მოისაკლისებს.
„დისქავერი SVX-ზე“ უარის თქმის მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ „ლენდ როვერი“ აღარ აპირებს V8 ძრავით აღჭურვილი „დისქავერის“ გამოშვებას. ამასთან, ამ ავტომობილს ნაწილობრივ იმ სიცარიელის შევსება ევალებოდა, რომელიც „დიფენდერის“ არყოფნისას წარმოიქმნა. თუმცა ეს ავტომობილი მალე გამოვა ბაზარზე და სიცარიელესაც თავად შეავსებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები წერენ, რომ „ლენდ როვერი“ სწორად მოიქცა, როდესაც „რეინჯ როვერ SV კუპესა“ და „დისქავერი SVX-ს“ გამოშვებაზე უარი თქვა.

No comments:

Post a Comment