Tuesday, February 26, 2019

„ევოუკი“ კვლავ „ლენდ როვერის“ მთავარი პროდუქტია


ბაზარზე გამოსვლის დღიდან მოყოლებული, „რეინჯ როვერ ევოუკი“ „ლენდ როვერის“ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. და ამ სტატუსს მისი მეორე თაობაც შეინარჩუნებს, რომელიც ევროპული დებიუტის შემდეგ, უკვე ამერიკასაც ეწვია და მალე ინდოეთის და ჩინეთის ბაზრებზეც შევა.

ამერიკული დებიუტი ახლახანს, ჩიკაგოს ავტო შოუზე შედგა, სადაც მისი თვისებების ხაზგასასმელად, უგზოობის მცირე ხელოვნური მონაკვეთი, ჩიკაგოს ხედის ფონზე აღმართეს. ინსტალაციას თან დაურთეს წარწერა - „ჰელოუ ამერიკა“.
ახალი „ევოუკი“ ევოლუციური დიზაინით გამოირჩევა. მის გარეგნობაში აშკარად შეინიშნება „რეინჯ როვერის“ ოჯახის „უფროსი“ და უახლესი წევრის, „ველარის“ სტილის გავლენა. იგივე ითქმის ინტერიერზეც.
ახალი „ევოუკის“ ეკიპირებაში შევიდა 20-დუიმიანი ბორბლები, წვრილი მატრიცული LED მთავარი ფარები და ასევე LED უკანა ფარეები. სალონში ცენტრალური ადგილი 10-დუიმიანი სენსორულ ეკრანს უკავია. ინფოტაინმენტ სისტემა „ტაჩ პრო დუო“ ტექნოლოგიასაც მოიცავს. წინა სავარძლები 14 მიმართულებით რეგულირდება.
ახალი „ევოუკი“ პლატფორმა D8-ს საფუძვლიანად მოდიფიცირებულ ვერსიაზეა დაფუძნებული, რომელსაც „პრემიუმ ტრავერსული არქიტექტურა“ (PTA) უწოდეს. მისი სტრუქტურა, ელექტრიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა. აღჭურვილობაში შევიდა ბენზინის და დიზელის ძრავები და თითქმის ყველა მათგანის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია მსუბუქად ჰიბრიდული ვერსია. მათთან წყვილში 6 (მექანიკური) და 9-საფეხურიანი (ავტომატური) კოლოფები მუშაობს. ძრავების გამას მალე პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა დაემატება.

No comments:

Post a Comment