Saturday, February 23, 2019

ახალი „რეინჯ როვერ ევოუკი“ ღირებულებას „ფერარივით“ ინარჩუნებს


ავტომობილების ნარჩენი ღირებულების შემფასებელი ბრიტანულ კომპანია CAP HPI, მეორე თაობის „რეინჯ როვერ ევოუკს“ მაღალ შეფასებას აძლევს. კომპანიის შეფასებით, ამ ავტომობილის ტოპ ვერსიის ნარჩენი ღირებულება, სამი წლის შემდეგაც კი 67 პროცენტი იქნება.

ამ მხრივ, „ევოუკი“ თვით სუპერ ავტომობილ „ფერარი488-ს“ დონეზე დგას, რაც თუნდაც პრემიუმ მწარმოებლისთვისაც კი სოლიდური მიღწევაა. და ეს გარემოება, „ევოუკს“ ბაზარზე კარგ სამსახურს გაუწევს, რადგან მომხმარებლებს მისი ეს ღირსებაც მიიზიდავს. გარდა ამისა, ასეთი ავტომობილისთვის დილერი მყიდველს თვეში ნაკლებ გადასახადს გამოუწერს.
ახალი „რეინჯ როვერ ევოუკის“ სასტარტო ფასი ბრიტანეთში 31 600 სტერლინგია. შესაბამისი ვერსიის ნარჩენი ღირებულება სამი წლის შემდეგ, ანუ 36 000 მილის გავლის შემდეგ, საწყისი ფასის 63 პროცენტი იქნება. ამის გამო, დილერებს მისი თვეში 245 სტერლინგად შეთავაზება შეუძლიათ. ეს კი ბრიტანელებისთვის ბევრი არაა.
67-პროცენტიანი ნარჩენი ღირებულება აქვს „ევოუკის“ D180 AWD S ვერსიას, რომლის საწყისი ფასიც 39 000 სტერლინგია. მას დილერები თვეში 371 სტერლინგად გაჰყიდიან.
სტილის მხრივ, ახალი „ევოუკი“ პირველი თაობისგან ბევრით არ განსხვავდება. თუმცა ის უფრო დიდ „ველარს“ და „რეინჯ როვერის“ ოჯახის სხვა მოდელებს ჰგავს. ის მსუბუქად ჰიბრიდული ტექნოლოგიითაც აღიჭურვება, რითაც უკეთეს მახასიათებლებს მიიღებს და გამონაბოლქვიც ნაკლები ექნება.

No comments:

Post a Comment