„იაგუარ
ლენდ როვერმა“ სერია ინჯენიუმის ძრავების ოჯახი კიდევ ერთი, უახლესი აგრეგატით
შეავსო. ესაა ბენზინის ექვსცილინდრიანი ერთრიგა 3.0-ლიტრიანი ძრავი, რომელსაც ბრიტანული
კომპანია თავის ვულვერჰემპტონის ძრავების ქარხანაში გამოუშვებს.
კომპანია
ახალი ძრავით პირველ „რეინჯ როვერ სპორტს“ აღჭურვავს. ფორსირების ხარისხის
მიხედვით, ძრავი ორი ვარიანტის სახით არსებობს - მათგან ერთი 360 ცხენის ძალას და 495
ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, მეორე კი - 400 ცხენის ძალას და 550 ნიუტონმეტრს. გარდა
ამისა, აგრეგატი ძველ V6-ზე უკეთ არის დაბალანსებული და უკეთ რეაგირებს სატერფულის
გადაადგილებაზე.
ახალი
აგრეგატი ელექტრულ-მექანიკური კომპრესორით და ორხვეულიანი ტურბო კომპრესორით,
ასევე სარქველების მუდმივად ცვალებადი ფაზების მქონე სისტემით არის აღჭურვილი. ორი
კომპრესორის შეთანწყობილი მუშაობა, ტურბო ჩამორჩენას პრაქტიკულად აღმოფხვრის.
საერთო ჯამში, ძრავი მძლავრიც გამოვიდა და მაქსიმალურად ეფექტურიც.
გარდა
ამისა, აგრეგატის ეკიპირებაში შევიდა მსუბუქად ჰიბრიდული სისტემა, რომელიც საჭიროებისას
ძრავს დამატებითი მომენტითაც ამარაგებს და საწვავის ეკონომიურ წვასაც
უზრუნველყოფს. შემცირებულია გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა. 48-ვოლტიანი
სისტემა, რომელშიც ელექტრო ძრავის გარდა, ელემენტების მომცრო ბლოკიც შედის, ენერგიას შენელებისას აგროვებს და მას მაშინ
იყენებს, როცა დამატებითი ენერგიაა საჭირო. მაგალითად, აჩქარებისა და დაძვრისას.
ახალ
აგრეგატს „იაგუარ ლენდ როვერის“ ვულვერჰემპტონის ქარხანა აწარმოებს, რომელსაც
კომპანიამ 1 მილიარდი სტერლინგი მოახმარა. ამავე ქარხანაში უშვებენ ბენზინის და დიზელის
უახლეს 4-ცილინდრიან აგრეგატებს.
ეს
ქარხანა იმითაცაა გამორჩეული, რომ ის გარემოს ნარჩენებით არ აბინძურებს. მის მიერ
გამოყენებული ბუნებრივი რესურსები გამოყენების შემდეგ გადამუშავდება და კვლავ
გამოიყენება. ქარხნის სახურავი, მზის 21 000 ელემენტით არის დაფარული და ქარხნისთვის
საჭირო ენერგიის 30 პროცენტს გამოიმუშავებს.
No comments:
Post a Comment