Wednesday, August 15, 2018

„იაგუარ ლენდ როვერი“ V8 ძრავებზე უარს იტყვის

„იაგუარ ლენდ როვერის“ სამოდელო გამა ბოლო წლებში არნახულად გაიზარდა, კომპანიამ „იაგუარის“ ბრენდით, ქროსოვერების და ელექტრომობილის სერიული წარმოებაც დაიწყო. „ლენდ როვერის“ ბრენდში კი თანდათან ყალიბდება სამი ცალკეული ოჯახი, რომელთა მოდელებიც სულ უფრო მეტ მყიდველს იზიდავს.

მაგრამ ბრიტანული კომპანია ამას არ სჯერდება და წარმოებისთვის კიდევ რამდენიმე ახალ მოდელს, მათ შორის, სრულიად ახალ „დიფენდერს“ და მის მომცრო ვერსიას ამზადებს. როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ გვატყობინებს, კომპანია ასევე „იაგუარ J-პეისზე“ და „რეინჯ როვერ ოლროუდზე“ მუშაობს.
ახალი ავტომობილების გარდა, ყველა არსებული მოდელი განახლდება. მათ შორის პირველი „რეინჯ როვერ ევოუკი“ იქნება, რომლის ახალი ვერსიის დებიუტიც, ლოს ანჯელესის წლევანდელ მოტორ შოუზე გაიმართება.
განახლებული „ევოუკი“ თავისივე პლატფორმის მოდფიცირებულ ვარიანტზე აიგება. ამის შემდეგ კი ყველა ახალი ავტომობილისთვის, კომპანია ახალ, ალუმინის მოდულურ პლატფორმას (MLA - მოდულარ ლონგიტუდინალ ატქიტექჩა) გამოიყენებს. ამ პლატფორმაზე, როგორც უკანა, ასევე სრულ ამძრავიანი, პლაგ-ინ ჰიბრიდული და ელექტრული მოდელების აგება იქნება შესაძლებელი.
ახალი პლატფორმის წარმოება 2020 წელს დაიწყება. კომპანია ამბობს, რომ ეს პლატფორმა ახლანდელ ალუმინის არქიტექტურაზე მსუბუქი და მტკიცე იქნება. პირველად მას ახალ „დიფენდერზე“ გამოიყენებენ. შემდეგ კი „J-პეისის“ (2020 წელსვე) და განახლებული „რეინჯ როვერის“ (2021 წელს) რიგი დადგება.
„იაგუარ ლენდ როვერის“ ყველაზე პატარა მოდელები - „ევოუკი“, „დისქავერი სპორტი“ და „E-პეისი“ MLA პლატფორმაზე 2025 წლამდე ვერ გადავლენ. ამასთან, პლატფორმის გრძივი აგებულების თავისებურებათა გამო, სამივე ავტომობილი გაბარიტებში მოიმატებს.
პლატფორმის გარდა, ბრიტანული კომპანია სხვა სიახლესაც ამზადებს - სერია ინჯენიუმის ახალი ახალი თაობის (ერთრიგა ექვსცილინდრიანი და სამცილინდრიანი) აგრეგატები, ელექტრო ტურბო კომპრესორებით აღიჭურვება, რომელთა წყალობითაც, უფრო ეკონომიურები და ეფექტურები გახდება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ კომპანია V8 ძრავების გამოყენბას შეწყვეტს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ გამონაკლისი „რეინჯ როვერ სპორტისთვის“ და „იაგუარ F-ტაიპისთვის“ დაუშვას.

No comments:

Post a Comment