სოფელს, რომელსაც სახელი „ლენდ როვერმა“ გაუთქვა,
სანდაკფუ ჰქვია. მას გარე სამყაროსთან მხოლოდ 31-კილომეტრიანი გზა აკავშირებს, რომელიც
თავისი მკვეთრი აღმართებით და თვალუწვდენელი ქარაფებით, ურთულესი და ძალიან
სახიფათოა. სოფლის მოსახლეობა მის გავლას მხოლოდ „ლენდ როვერის“ პირველი სერიის ავტომობილებს ანდობს ტურისტებსაც იმ ძველი ავტომობილებით ემსახურება, რომლებიც მათ
ათწლეულების წინათ შეიძინეს...
ბრიტანულმა კომპანიამ, თავის 70 წლის იუბილესთან
დაკავშირებით, „ლენდ როვერების მიწას“ სპეციალური ფილმი მიუძღვნა, რომლითაც ამ
ურთულეს გზას, სოფელს და მის მაცხოვრებლებს გვაცნობს...
No comments:
Post a Comment