„ლენდ როვერის“ მთავარმა დიზაინერმა ჯერი მაკგოვერნმა
უჩვეულო პროექტი - მარტორქის სკულპტურა შექმნა, რომელიც ქველმოქმედებისთვის არის
განკუთვნილი. ის არის ბრიტანული კომპანიის მიერ წამოწყებული კამპანიის ნაწილი, რომლის
მიზანიც, აფრიკული მარტორქების დაცვაა. ეს გიგანტური ცხოველი გადაშენების პირასაა,
„ლენდ როვერი“ კი მისი პოპულაციის შენარჩუნებისთვის, უკვე 15 წელია იღწვის.
მაკგოვერნის მარტორქის სიგრძე 1.2 მეტრია და ის
ქრომირებულია. რქა კი, რომლის გამოც ბრაკონიერები ცხოველებს ხოცავენ, წითელი
ფერისაა. სიმბოლურია ისიც, რომ არ ფერს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, გადაშენების
პირას მყოფი ცხოველების დასანიშნად იყენებენ. მაკგოვერნის მარტორქას და კიდევ 20 სკულპტურას,
ლონდონის სხვადასხვა ნაწილში, კამპანია „მარტორქის კვალის“ ფარგლებში განალაგებენ.
მაკგოვერნის მარტორქას ტრაფალგარის მოედანზე
დადგმის პატივი ერგო, სადაც ის „ლენდ როვერ დისქავერის“ დახმარებით გადაიტანეს. დიზაინერი
სკულპტურის ქრომში შესრულებას იმით ხსნის, რომ ის შუქს ირეკლავს და მარტორქა
შორიდანვე შესამჩნევი იქნება. წითელი ფერის რქა თვალსაჩინდ წარმოაჩენს, თუ რა
აბსურდულია ამხელა ცხოველის განადგურება, მისი ასეთი პატარა ნაწილის გამო.
ცნობისათვის, 22 სექტემბერს მარტორქის დღე გაიმართება,
რის შემდეგაც, 21-ვე სკულპტურა „კრისტის“ გადაეცემა, რომელიც მათ 9 ოქტომბერს
დაგეგმილ აუქციონზე გაიტანს. შემოსული თანხა, აფრიკაში მოქმედ, მარტორქების დაცვის
ფონდებს გადაეცემა.
No comments:
Post a Comment