„იაგუარი“ გერმანიის ტაქსის უზარმაზარ ბაზარზე
შესვლას იწყებს და ამ მიმართულებით, პირველ ნაბიჯს თავისი ელექტრული ქროსოვერის, „I-პეისის“
დახმარებით დგამს. ბრიტანულმა კომპანიამ მიუნხენის ტაქსის უდიდეს ოპერატორ კომპანიას
უკვე მიაწოდა 10 ცალი ელექტრომობილი.
გერმანიაში ლიცენზირებული ტაქსების დაახლოებით 60 პროცენტი
„მერსედესის“ ავტომობილებზე მოდის. „იაგუარს“ იმედი აქვს, რომ გერმანიაში
ელექტრომობილებზე სწრაფად მზარდი მოთხოვნილების ფონზე, ამ ბიზნესში შტუტგარტული კომპანიის
წილის ათვისებას მოახერხებს.
მაგრამ ეს იოლი საქმე ნამდვილად არ იქნება. გერმანიაში
„მერსედეს-ბენცის“E-კლასის სედან, განსაკუთრებით პოპულარული ავტომობილია ტაქსის კომპანიებში.
და ის „იაგუარ I-პეისზე“ დაახლოებით ორჯერ იაფი ღირს. „იაგუარს“ ამ განსხვავების
შემცირება სუბსიდიების ხარჯზე შეუძლია. გარდა ამისა, მისი ელექტრომობილი გაცილებით
ნაკლები საექსპლუატაციო ხარჯებითაც გამოირჩევა, რასაც ტაქსის მძღოლების მოხიბვლა
შეუძლია.
ტაქსის
როლში ელექტრომობილებს მიესალმება მიუნხენის ხელისუფლება. და ამას არამხოლოდ
სიტყვიერად აკეთებს, არამედ საქმითაც ხელს უწყობს. კერძოდ, ქალაქი ელექტრული
ტაქსით მგზავრობის ყოველ კილომეტრს, 20 ცენტით დააფინანსებს. ქალაქის ინტერესი
ისაა, რომ გაიზარდოს ელექტრული ტაქსების რიცხვი, რაც ატმოსფეროში მავნე აირების
გამოყოფას შეამცირებს. ცნობისათვის, დიდი გერმანული ქალაქებისთვის, ჰაერის დაბინძურება
ამჟამად ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლადაც ისინი სახსრებს არ
იშურებენ.
No comments:
Post a Comment