ევროპელ მყიდველებს ამიერიდან 3.0-ლიტრიან წყვილ
ტურბოიან დიზელსაც (SDV6) შესთავაზებენ, რომელიც ერთ
ტურბოიან 3.0-ლიტრიან TDV6-ს (დიზელს) ჩაანაცვლებს. ახალი
ძრავი 275 ცხენის ძალას და 625 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და იმავდროულად, ეკონომიურობითაც
გამოირჩევა - 100 კილომეტრის გასავლელად 7.7 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. ყოველი
კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 202 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
გარდა ამისა, 4.4-ლიტრიან SDV8 დიზელთან (335 ცხ.ძ
და 740 ნმ), ამიერიდან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი
იმუშავებს. მისი წყალობით, უმჯობესდბა ეფექტურობა, რაც საწვავის ხარჯის
შემცირებასა და ნკლები ნხშირორჟანგის გამოყოფაში აისახება.
შეგახსენებთ, რომ „რეინჯ როვერის“ ძრავების გამაში
უკვე შედის პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრო სისტემა (მოდიფიკაციის ინდექსია P400e),
რომლითაც „რეინჯს“ მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე, 51 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ეს ავტომობილი განსაკუთრებით პოპულარული ჩინურ ბაზარზეა, სადაც ბრიტანული კომპანია
მყიდველს ახლა უკვე ენერგიის ოპტიმიზაციის სისტემასაც სთავაზობს. საზრიან
ნავიგაციასთან ერთად, ის ყველაზე ოპტიმალური მარშრუტის შერჩევაში მონაწილეობს და
ასე ენერგიის ხარჯს ამცირებს.
ეკიპირებაში
ასევე შედის ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, რომელიც საჭის დამხმარე სისტემასთან
ერთობლივად მუშაობს. მათი მეშვეობით, ავტომობილი ზოლში პოზიციას ავტომატურად
ინარჩუნებს. ამისთვის სისტემა საჭით მცირე კორექციებს ასრულებს მაშინ, როცა მძღოლს
ხელები საჭეზე აქვს. ეს ტექნოლოგია ზოლების ხაზებს იყენებს, რომლებსაც კამერა
ავტომობილის წინ აფიქსირებს. დამუხრუჭების და ზოლებში გადანაცვლებისას, სისტემის
დეაქტივაცია ხდება.
No comments:
Post a Comment