„იაგუარ I-პეისი“ ერთ-ერთი იმ ავტომობილთაგანია,
რომლებსაც ბაზარი ყველაზე მეტად ელის. ეს არის უგზოობის ელექტრული მოდელი, რომლის
მსოფლიო 1 მარტს, სპეციალურ ცერემონიაზე გაიმართება. ამ ამ მომენტს მსურველი
პირდაპირ ეთერში ნახავს.
ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის პრემიერა 2016
წელს გაიმართა. ის თითქმის უცვლელად მივიდა კონვეიერამდე, რადგან კონცეპტის დიზაინს
კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მაგრამ მთავარი მისი აღჭურვილობაა, რომლის წყალობითაც,
ავტომობილს ელემენტების ბლოკის ერთი სრული დამუხტვით, თითქმის 500 კილომეტრის
გავლა შეუძლია.
კომპანია სიამაყით აცხადებს, რომ 100-კილოვატიანი
დასამუხტი სისტემით, ელემენტების ბლოკი (მისი ტევადობაა 90 კილოვატსაათი) 80 პროცენტით
45 წუთში ივსება. რა მანძილს გაივლის ავტომობილი ამ ენერგიით, ეს ჯერჯერობით დაზუსტებული
არ არის.
ოფიცალური ინფორმაცია ჯერჯერობით არც ძალური დანადგარის
შესახებ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ მას კონცეპტის მსგავსი მონაცემები ექნება.
კონცეპტის ძრავი კი 400 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
„სრულად ელექტრული I-პეისი არის არამხოლოდ ჩვენი
ბიზნესის პიონერი, არამედ მას აქვს იმის პოტენციალიც, რომ ჩვენს ინდუსტრიაში ახალი
რევოლუცია დაიწყოს. ადრე ახალი ავტომობილის წარდგენისადმი ასეთი მოლოდინი არასდროს
მქონია. ავტოსამყარო მის პრემიერას მოუთმენლად ელის“, - ამბობს „იაგუარის“ დიზაინის
დირექტორი იან ქალუმი.
No comments:
Post a Comment