ტიანმენის მთაზე ეს უჩვეულო, 11.3-კილომეტრიანი აღმასვლა,
რომლის ბოლო, ურთულესი კიბეებიან მონაკვეთსაც, 45-გრადუსიანი დახრა აქვს, მთის
ბუნებრივ თაღთან დასრულდა, რომელიც „ცის კარიბჭეს“ სახელითაა ცნობილი. ამ
მარშრუტის გასავლელად, „ლენდ როვერმა“ ავტომობილის საჭე სერია ფორმულა E-ს გუნდ „პანასონიკ
იაგუარ რეისინგის“ ჩინელ პილოტ ჰო-პინ ტუნს მიანდო, ვისაც LMP2 კლასში, ლე მანის
24-საათიანი რბოლა აქვს მოგებული.
რთული მისიის შესასრულებლად შერჩეული ავტომობილი,
სისტემა „ტერეინ რესპონს 2-ით“ არის აღჭურვილი, რომელიც დინამიკურ რეჟიმზე იყო
მომართული. ავტომობილი სერია ინჯენიუმის ბენზინის ძრავით და ელექტრული ძალური
დანადგარით არის აღჭურვილი. მხოლოდ ამ დანადგარის მეშვეობით და შიდაწვის ძრავის
გამოუყენებლად, ავტომობილს 50 კილომეტრის გავლა შეუძლია. ინჯენიუმის
ოთხცილინდრიანი აგრეგატი 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ელექტრო ძრავი კი 116
ცხენს იძლევა. ბენზინის ძრავთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი მუშაობს,
ელექტრო ძრავს კი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც
13.1 კილოვატსაათია.
შეგახსენებთ, რომ „რეინჯ როვერ სპორტს“ ბევრი
მიღწევა ეკუთვნის. მას პაიკს პიკის ლეგენდარული აღმართი (აშშ), უგზოობის
ავტომობილებისთვის რეკორდულ დროში აქვს გავლილი. მანვე გადალახა საუდის არაბეთის ურთულესი
უდაბნო, რომელიც „ცარიელი მეოთხედის“ სახელითაა ცნობილი და დაეშვა ინფერნოს (მიურენი,
შვეიცარია) სამთო ფერდობზე. „რეინჯ როვერ სპორტის“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ვერსიას კი
ახლახანს საინტერესო საჩვენებელი პაექრობა ღია წყალში მსოფლიოს ჩემპიონ კერი-ენ
პეინის და გამძლეობაზე შეჯიბრების ათლეტ როს ედგლის დუეტთან.
No comments:
Post a Comment