Thursday, February 8, 2018

„იაგუარ I-პეისს“ 80 პროცენტით დასამუხტად 45 წუთი ჰყოფნის

„იაგუარი“ თავის პირველ სერიულ ელექტრომობილ „I-პეისის“ პრემიერას ჟენევის მოტორ შოუზე (მარტში) გამართავს, მანამდე კი ამ ავტომობილის შესაძლებლობების ნაწილს გვაცნობს.

ბრიტანული კომპანიის ცნობით, ეს არის საუკეთესო ავტომობილი ყოველდღიური სარგებლობისთვის, იქნება ეს ბავშვების სკოლაში წაყვანა, სამსახურში მიმოსვლა, სუპერმრკეტში წასვლა თუ სხვა. „I-პეისი“ გამოირჩევა არამხოლოდ თავისი დახვეწილი გარეგნობით, არამედ უახლესი ტექნოლოგებითაც. მათი დახმარებით კი, ის ძლიერ ყინვებსაც კი ადვილად უმკლავდება.

როგორც „იაგუარი“ ამბობს, ავტომობილს ექსტრემალური ტესტირება ჩაუტარდა შვედეთის არიეპლოგის პოლიგონზე, სადაც ჰაერის ტემპერატურა -40°C-საც კი აღწევდა. ასეთი პირობების გასაძლებად, ავტომობილი კონდიცირების სპეციალური სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც დაბალ ტემპერატურებზე, მისი ელექტრული ძალური დანადგარის ნორმალურ ფუნქციონირებას და სვლის მაქსიმალურ სიშორეს უზრუნველყოფს. ამ ავტომობილის მფლობელები, დამუხტვის საურველი დროის დაყენებას და ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფას, ინკონტროლ ინფოტაინმენტ სისტემის და სმარტფონის შესაბამისი აპლიკაციით შეძლებენ.
რაც მთავარია. სწრაფად დასამუხტი სისტემის დახმარებით, ავტომობილის ელემენტების ბლოკის 80 პროცენტით დასამუხტად, 45 წუთიც საკმარისია. სრულად დამუხტული ელემენტებით (მათი ტევადობა 90 კილოვატსაათია), „იაგუარ I-პეისს“ დაახლოებით 500 კილომეტრის გავლა (NEDC ციკლით) შეუძლია. მისი ძალური დანადგარის სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 700 ნიუტონმეტრი. მისი მეშვეობით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად, დაახლოებით 4 წამი ჰყოფნის.
ბრიტანული კომპანია თავისი პირველი ელექტრომობილის ფასებს ჟენევაში პრემიერისას გამოაქვეყნებს.

No comments:

Post a Comment