„იაგუარ ლენდ როვერი“ იმ ნოვატორულ კვლევებში მონაწილეობს, რომელთა მიზანიც, მსუბუქი მასალების შესაძლებლობების გამოცდა და საავტომობილო მრეწველობაში მათი დანერგვაა.
კვლევითი პროექტი ორწლიანია. მის ფარგლებში,
ბრიტანული კომპანია თავის სატესტო პროტოტიპებზე იმ ტექნოლოგიებს გამოიყენებს,
რომლებიც პირველად აეროკოსმოსური მრეწველობისთვის შემუშავდა. კვლევის მიზანი,
ახალი მასალების კოროზიულ გარემოში მუშაობის შესწავლა, მათი გლობალური
ბაზრებისთვის მომზადება და მძიმე პირობებში მუშაობის შესაძლებლობების გამოკვლევაა.
ახალი მეტალების და კომპოზიტების გამოყენებით
დამზადებული დეტალების ნიმუშებს, რომელთა გამოყენებასაც „იაგუარ ლენდ როვერი“ თავის
მომავალ ავტომობილებზე აპირებს, აეროკოსმოსური რანგის სენსორებით აღჭურვავენ და მსოფლიოს
სხვადასხვა ნაწილში, ექსტრემალურ პირობებში გამოცდიან. პირველი გამოცდები ჩრდილოეთ
ამერიკაში, 400 000 კილომეტრ მანძილზე ჩატარდა.
სენსორები მუდმივად გააკონტროლებენ ახალი მასალების
მუშაობის ხარისხს და მიღებულ მონაცემებს, „იაგუარ ლენდ როვერის“ ახალი პროდუქტების
განვითარების გუნდს, ბრიტანეთში გადასცემენ. მიღებული მონაცემებით, ინჟინრები
მასალების შესაძლებლობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ და ამის
შესაბამისად განსაზღვრავენ, მიესადაგება თუ არა მათი ხარისხი და თვისებები
კომპანიის მკაცრ სტანდარტებს. საბოლოო მიზანი, გამძლე და მაღალი ხარისხის
მასალების წარმოებაში დანერგვაა.
No comments:
Post a Comment